თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2015, 13:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2366,
კომენტარები: 6
რატომ ამჯობინა დეპაიმ "ლივერპულს" "იუნაიტედი"
დეპაი "იუნაიტედში" გადასვლის მიზეზს თავად ხსნის.
რატომ ამჯობინა დეპაიმ
ლუი ვან გაალი მემფის დეპაისთვის, რომელმაც "ლივერპულში" გადასვლას "მანჩესტერ იუნაიტედი" ამჯობინა, მთავარი მოქმედი ფიგურა გახდა.

როცა ივნისში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, პსვ-ს ვინგერი 25 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.

დეპაი ბრენდან როჯერსისა და პსჟ-ს სატრანსფერო სამიზნეც იყო, მაგრამ ყოფილ მწვრთნელთან მუშაობის საშუალებამ მემფისის გადაწყვეტილებაზე მთავარი გავლენა იქონია.

დეპაიმ განაცხადა, რომ ძალიან გაუჭირდა მრავალ ტოპ-კლუბს შორის არჩევანის გაკეთება, მაგრამ "იუნაიტედისა" და ვან გაალის კომბინაცია იმდენად მიმზიდველი წინადადება იყო, რომ ხელიდან ვერ გაუშვა.

"ეს იყო ამაღელვებელი და საოცრად დაძაბული პერიოდი და ამდენ ტოპ-კლუბს შორის არჩევანის გაკეთებამ საქმე სულაც არ გაადვილა.

საბოლოოდ კი ყველაფერი გრძნობამ გადაწყვიტა და არა ფულმა".
- განაცხადა დეპაიმ.

რატომ ამჯობინა დეპაიმ "ლივერპულს" "იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" საოცნებო გუნდია, ასე რომ, არ მჭირდებოდა არავითარი წაქეზება მათგან, ვისაც უკვე უთამაშია "იუნაიტედში".

ისინი მხოლოდ კარგ რამეებს მიყვებოდნენ და მოულოდნელად ველოდები ჰოლანდიელი თუ "მანჩესტერ იუნაიტედში" მყოფი სხვა დიდებული ფეხბურთელების გვერდით თამაშს.

ლუი ვან გაალთან მუშაობის კიდევ ერთი შესაძლებლობა კი დიდი ბონუსია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
8 მაი 2015 14:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მართლა შესანიშნავი ფეხბურთელია და კარგია, რომ ამ ტრანსფერში ფულმა არ გაიმარჯვა
0
№2
ავტორი: VaRdo
8 მაი 2015 17:32
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ როდის მოვა შემდეგი სეზონი ეხლა მიდი და ელოდე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: RojoDiablo
8 მაი 2015 18:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვან გაალი იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, მეორეც, რა თქმა უნდა, ჩვენ გაცილებით მეტის შეთავაზება შეგვიძლია, ვიდრე ლივერპულს და გასაკვირი არაფერია ამაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2015 20:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალის ფაქტორმა ითამაშა დიდი როლი თავისთავად რად უნდა საუბარი. +ამას ლიგაზე ვბრუნდებით დიდი ალბათობით თუ რამე არ იკისრეს კიდე

ამას რო სკამზე არ დასვამენ მგონი ყველამ იცის და რატომ არ უნდა გადმოსულიყო ვერ ვხდები
0
№5
ავტორი: Best 7
8 მაი 2015 21:18
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
როგორ მინდა შემდეგ სეზონში მანჩესტერის დაბრუნება რო ვნახო ჩემიონთა ლიგაზე და ამის დებიუტის ყურება love
0
№6
ავტორი: Goginashvili777
9 მაი 2015 10:54
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რაც ყველაზე მთავარია კლუბი მოსწონს დეპაის .... ჯერ კიდევ მაშინ, როცა არც თუ ისე ცნობილი იყო, სიმპათიები ჰქონდა იუნაიტედის მიმართ...

არა მამენტ, მაგრად ტეხავს, დი მარია რო სკამზე დასვას ... იანგმა +3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მგონი დიმარია წავა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top