"მილანი" მზადაა რადამელ ფალკაოს იტალიაში კარიერის გაგრძელების საშუალება მისცეს.
კოლუმბიელი ფორვარდი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედში" იჯარის წესით გადასვლის შემდეგ ცუდი სეზონი აქვს, დიდი ალბათობით "მონაკოს" დაუბრუნდება.
თუმცა "მილანი" შეეცდება ფალკაო თავის რიგებში გადაიბიროს და ამის გასაკეთებლად ტაილანდელ ბიზნესმენ ბი ტაჩუბოლთან თანამშრომლობას დაამყარებს, რომლის დახმარებით გუნდის გაძლიერება იგეგმება.
ნომერ პირველ კანდიდატად კი რადამელ ფალკაო სახელდება, რომელსაც ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და "ოლდ ტრაფორდის" დატოვება სურს.
რაც შეეხება თავად "იუნაიტედს", ჯერ არ მიუღია ფორვარდის თაობაზე მყარი გადაწყვეტილება და ამას მხოლოდ სეზონის ბოლოს გააკეთებს.