უეინ რუნიმ სეზონის თვის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი მესამედ მოიგო, რამეთუ აპრილში მის მიერ გატანილი ბურთი საუკეთესოდ დასახელდა.
"ოლდ ტრაფორდზე" "ასტონ ვილას" წინააღმდეგ მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე მარცხენა ფეხით ანხელ დი მარიას გადაცემა დაამუშავა, მარჯვენათი კი კარში ზუსტად გადაგზავნა.
შესანიშნავმა გოლმა, რომელსაც ვან გაალმა "მშვენიერი" უწოდა, გამოკითხულ ხმათა 79% მიიღო, ხუან მატას მიერ "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილ გოლს კი 10% ერგო. მესამე ადგილზე გავიდა ანდერ ერერას მიერ "ასტონ ვილას" კარში გატანილი მეორე გოლი (4%), დანარჩენ ნომინირებულ 5 გოლზე კი ხმების 7% გადანაწილდა.