"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა მცირე ხნის წინ გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ნევილს ჰკითხა, თუ მისი აზრით ვინ ჩაიბარებდა გუნდს "კლას 92"-ის წევრებს შორის ყველაზე ადრე, რაზეც უპასუხა:
"რაიანი უკვე იყო 4 თამაშის განმავლობაში მწვრთნელი. სქოულზთან ერთად ამ სეზონში "სოლფორდ სიტი" გავწვრთენი - ერთ თამაშში და ის ერთიც მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ გვერდზე გავდექი!
გარი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, ნიკი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი. რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ვფიქრობ, რაიანი უკეთეს პოზიციაში იმყოფება. თუმცა თუ როი ჰოჯსონი ჩამოქვეითდება, ხოლო გარი ნევილი დაწინაურდება, შემდეგ ჩემი, სქოულზის ან ნიკის ჯერი მოვა... მაგრამ მაინც გიგზი უნდა დავასახელო - მთელი ჩვენი კარიერის განმავლობაში ის ყოველთვის პირველი იყო და ახლაც ასე გაგრძელდება", - განაცხადა ფილ ნევილმა.