"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე ფილ ნევილი შიშობს, რომ მის ყოფილ კლუბს დავიდ დე ხეას შენარჩუნება არ გამოუვა.
როგორც ცნობილია, ესპანელი მეკარე არ ჩქარობს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედის მიხედვით მხოლოდ ერთი წელი აკავშირებს.
ჭორების თანახმად, დე ხეა "რეალში" გადასვლაზე ფიქრობს და ნევილს მიაჩნია, რომ ეს უდიდესი დანაკარგი იქნება "წითელი ეშმაკებისთვის".
"ზაფხულის თაობაზე ჩემი მთავარი შიში დავიდ დე ხეას ტრანსფერს უკავშირდება. მინდა, ახალ ხანგრძლივ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
მრავალი წელია არ მინახავს ასეთი განვითარებადი ფეხბურთელი. როგორი მოვიდა და როგორია ახლა - მისი პროგრესი უბრალოდ დაუჯერებელია.
მახლობლად მასზე უკეთესი მეკარე არ არსებობს. ისევე მოაქვს გამარჯვება "იუნაიტედისთვის", როგორც ამას ვან დერ სარი და შმეიხელი აკეთებდნენ, ასე რომ, ჩემი მღელვარების ერთადერთი საფუძველი ეს იქნება", - განაცხადა ფილ ნევილმა.