ჯორჯ ბესტი ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას სინამდვილეში რონალდ სამუელი ერქვა.
ჩრდილოირლანდიელი გმირის დაბადების მოწმობა ადასტურებს, რომ 1946 წლის 22 მაისს ბესტს დაბადებისთანავე რონალდ სამუელი დაარქვეს.
Belfast Telegraph-ი ირწმუნება, რომ ბესტს ხუთი დღის განმავლობაში სწორედ ეს სახელი ერქვა, შემდეგ კი ჯორჯით შეცვალეს.
ოჯახს წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეცვალეს ბესტის ქრისტიანული სახელი.
ნორმან მაკნერიმ, ბესტის დის ბარბარას ქმარმა ბელფასტურ გაზეთს შემდეგი რამ განუცხადა: "ბარბარას წარმოდგენა არ აქვს დაბადების მოწმობაში სახელის ცვლილების შესახებ და არც იცის, ვინმეს შეუძლია თუ არა ამის ახსნა".