"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა ჯეიმს უილსონმა, რომელსაც "იუნაიტედში" დებიუტი ერთი წლის წინ ჰქონდა, თავის საყვარელ 5 თავდამსხმელზე ისაუბრა.
უეინ რუნი: "ის "ევერტონში" 16 თუ 17 წლის ასაკში გამოჩნდა, რაც იმავე ასაკის მსგავსია, რამდენისაც ჩემი დებიუტის დღეს ვიყავი. შემდეგ კი პირველ გუნდში რეგულარული ადგილი დაიმკვიდრა, რაც ჩემთვის შთაგონება იქნება. მას შეეძლო ჯარიმების, პენალტების, საჯარიმოს გარედან და თავური გოლების გატანა. მას ყველაფერი ჰქონდა".
მაიკლ ოუენი: "თავის დროზე სწრაფი ფორვარდი იყო და ეს ატრიბუტი მეც მაქვს. კარგი გოლეადორი იყო, ყოველთვის საჯარიმოში".
რუდ ვან ნისტელროი: "ცოტათი ოუენს ჰგავდა, რადგან ყოველთვის საჯარიმოში იყო. არა მგონია, საჯარიმს გარედან ბევრი გოლი გაეტანა, მაგრამ ჩაწოდებებისა თუ დასწრებაზე თამაშისთვის ყოველთვის მზად იყო. სასიამოვნო იყო ჩემი საყვარელი გუნდის რიგებში მის მიერ გატანილი ამდენი გოლის ხილვა".
ტიერი ანრი: "არსენალში" დიდი ხნის განმავლობაში იყო, შემდეგ კი ამერიკაში წავიდა და კარიერა იქ განაგრძო. ნებისმიერი გუნდის რიგებში შეეძლო თამაში, საოცარი ფორვარდი იყო და მსიამოვნებდა მისი გოლების ხილვა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანი "იუნაიტედს" გაუტანა".
კრიშტიანუ რონალდუ: "ის, რა თქმა უნდა, ვინგერია, მაგრამ ჩემი შემდეგი ფავორიტი სწორედ რონალდუა, რადგან როცა მე ვიზრდებოდი, რონალდუმ "იუნაიტედისთვის" უამრავი გოლი გაიტანა. სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი იმავე გუნდში თამაშს, სადაც რონალდუ იყო, მაგრამ საკმარისად სწრაფად ვერ მოვახერხე".
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.