"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ, "რეალის" წინააღმდეგ კარგი მუშაობის გამო ასევე "ეშმაკების" ყოფილი ფეხბურთელი კარლოს ტევესი შეაქო და განაცხადა, რომ "იუნაიტედზე" საუბრისას არგენტინელმა ჩემპიონის ხასიათი შეიძინა.
"მე და კარლოსი ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ჩვენ ორივეს "მანჩესტერ იუნაიტედის" სისხლი გვიჩქეფს. იგი საკუთარი ბუნებით ჩემპიონი და ნამდვილი პროფესიონალია, რომელსაც შრომისმოყვარეობა ახასიათებს."
"ძალიან მოხარული ვარ, რომ იგი ამ სეზონში ასეთი წარმატებულია. ჩვენ ძალიან გვსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება და ფინალში გასასვლელი პირველი ნაბიჯიც გადავდგით. ჩვენ "რეალთან" კვლავ დასაპირისპირებლად ყველა საკმარისი იარაღი გვჭირდება."-განაცხადა ფრანგმა goal.com