ფილ ჯონსი მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის დარჩენილ ნაწილში დაუბრუნდეს.
ცენტრალურმა მცველმა "საუთჰემპტონის" 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ 62 წუთი ითამაშა, ხოლო "ვესტ ბრომთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.
"21-წლამდელთა გუნდში თამაშით და ფორმის აღდგენით მოხარული ვარ. ვგრძნობ, ისევ მზად ვარ და იმედი მაქვს, შაბათს გუნდს დავუბრუნდები. იმედია, სამშაბათს ფორმას აღვიდგენ, შემდეგ კი ოთხშაბათის და ხუთშაბათის ვარჯიშებს დავესწრები და ვნახავ რა მოხდება.
ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს წინ, რამეთუ სამი მატჩი დაგვრჩა, სამი დიდი მატჩი და მას სწორად უნდა მივუდგეთ. დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ და ოთხეულში ადგილს გავინაღდებთ", - განაცხადა ჯონსმა.