დეილი ბლინდი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზის მოგების მცირე შანსი აქვს, რადგან მისი თქმით ხუან მატას, უეინ რუნისა და ანხელ დი მარიას მიერ გატანილი ბურთები გაცილებით ლამაზია.
გულშემატკივარს შეუძლია 10 სხვადასხვა კანდიდატიდან ერთ-ერთს მისცეს ხმა, გამარჯვებული კი 19 მაისს გამოვლინდება.
ბლინდის მიერ "ვესტ ჰემისთვის" გატანილი გოლი ნომინანტთა შორისაა, თუ ანხელ დი მარიას გოლი "ლესტერის" კარში, ხუან მატას გოლი "ლივერპულის" კარში და უეინ რუნის გოლი "ასტონ ვილას" კარში სერიოზულ კონკურენციას უწევს.
"ვფიქრობ, "ლესტერის" წინააღმდეგ ანხელის მიერ გატანილი გოლი ძალიან ლამაზი იყო. მაგრამ დიდებული იყო "ლივერპულის" კარში გატანილი ხუანის გოლიც - მატჩი ძალიან დაძაბული იყო, მან კი ასე გაიტანა, რაც დაუჯერებელია. ერთი კვირის შემდეგ კი უეინ რუნიმ გაუტანა ფანტასტიური გოლი "ასტონ ვილას", ამიტომ არა მგონია მოგების დიდი შანსი მქონდეს! თუმცა რა იცი რა ხდება - თითებს გადავაჯვარედინებ".
რაც შეეხება წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს, ბლინდს აქაც შეუძლია გამარჯვება, თუმცა ფიქრობს, რომ არიან სხვა კანდიდატებიც, რომელთაც უფრო მარტივად შეუძლიათ გამარჯვება.
"ამ სეზონში მრავალი კარგი ფეხბურთელი გვყავდა. დე ხეამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ეს ყველამ იცის. უეინი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის და მას ყოველთვის გაჰქონდა მნიშვნელოვანი გოლები. ხუანიც ასევე მნიშვნელოვანი იყო, ასე რომ, ახლოს არიან. თუმცა მოვიცადოთ და ვნახოთ".