თბილისი:
მანჩესტერი:
5-05-2015, 10:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2857,
კომენტარები: 8
საუკუნეზე მეტი თამაშში
"ოლდ ტრაფორდთან" დაკავშირებული 10 ფაქტი.
საუკუნეზე მეტი თამაშში
„ოლდ ტრაფორდი“ - ერთი მამის რამდენიმე ათეული შვილიდან ერთ-ერთი.

“მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველთვის იყო დაკავშირებული შოტლანდიასთან. იქ ხომ კლუბის ყველაზე წარმატებული და ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელები და დენის ლოუ დაიბადნენ. შოტლანდიიდან ჩამოვიდა ცნობილი არქიტექტორი არჩიბალდ ლეიტჩიც, რათა 1909 წელს „იუნაიტედის“ ახალი სახლი აეშენებინა.

საუკუნეზე მეტი თამაშში


იმ დროს ლეიტჩის მიწვევა საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო შთაბეჭდილებას ქმნიდა. ერთი მხრივ, მას უკვე ჰქონდა მსგავსი პროექტების შექმნის გამოცდილება. სწორედ არჩიბალდმა ააშენა „ენფილდი“, „კრეივენ კოტეჯი“, „სელტიკ პარკი“, „ჰილსბორო“, „სტემფროდ ბრიჯი“. მეორე მხრივ - მისმა მთავარმა საფეხბურთო პროექტმა, „აიბროკსმა“ 1902 წელს ტრიბუნების ჩამონგრევა და მასზე მყოფი 25 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

მაგრამ კლუბის მართვის მდივნის, ჯონ ჰენრი ჯეიმსის თვალში პირველი არგუმენტი უფრო წონადი გამოდგა და შოტლანდიელმა „ოლდ ტრაფორდის“ შექმნის შეკვეთა მიიღო.

მაგრამ ვინ არის აქ „ფულის ტომარა“?

კლუბისთვის, რომელმაც მცირე ხნის წინ ბანკროტირება და რეორგანიზაცია გადაიტანა და პირველი ტიტული მოიგო, ახალი არენა სამომავლო დიდების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. ამიტომ მის შენებაზე ჯეიმსს ფული თითქმის არ დაუნანია - ოღონდ კი „იუნაიტედი“ მეტად აღარ შერცხვენილიყო ჭაობში თამაშის გამო. თავდაპირველად გაცხადებული 60 000 ფუნტი (რომელიც ახლა ერთი ძლიერი ფეხბურთელის ერთი კვირის ხელფასსაც კი არ ეყოფა) საკმაოდ სწრაფად გაანახევრეს. სასწაულ არენაზე ოცნებაში ამას ხელი არ შეუშლია, მაგრამ გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ - პროექტის ტევადობა 100 ათასიდან „სულ რაღაც“ 80 ათასი დატოვეს.

რუსი ოლიგარქები და არაბი შეიხები მაშინ ინგლისურ ფეხბურთში ჯერ ისევ არ იყვნენ, მაგრამ მდიდრებსა და ამბიციურებს უნდობლად უმზერდნენ. ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში „იუნაიტედმა“ იმ წლებში არა ერთი მახვილგონიერი და არცთუ ზედმეტსახელი გაიგონა, რომელთაგან ყველაზე პოპულარული „ფულის ტომარა“ იყო. ვინ იფიქრებდა, რომ 100 წლის შემდეგ ფრაზა ქალაქში დარჩებოდა, მაგრამ მეორე მხარეს გადავიდოდა?

მონაწილეობა ომში

„ოლდ ტრაფორდის“ შემდეგი მსხვილი რეკონსტრუქცია აუცილებლობიდან გამომდინარე იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს არენა მასიური გერმანული დაბომბვის ქვეშ მოხვდა და დიდი ნაწილი დაზიანდა.

საუკუნეზე მეტი თამაშში


იმისათვის, რომ როგორმე განეახლებინათ დანგრეული ობიექტი, კლუბის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ჯეიმს გიბსონმა ფული სახელმწიფოს სთხოვა. ინგლისი, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობა იმ დროს, მთელ თავის ბიუჯეტს ფრონტის საჭიროებისთვის და ქვეყნის აღდგენისთვის ხარჯავდა, მაგრამ მანჩესტერელების დახმარებას მაინც დათანხმდნენ და 22 ათასი ფუნტი გადასცეს. ნაწილობრივ ეს გიბსონის ნიჭის შედეგი გახდა, მაგრამ თავისი როლი ითამაშა ქვეყნის წინაშე „ოლდ ტრაფორდის“ დამსახურებამაც - ავიაიერიშამდე იქ ბრიტანული არმიის საწყობი მდებარეობდა.

მრისხანე წითელი არმია და საბჭოთა ჰიმნი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც საკუთარ სტადიონზე ტრიბუნისა და მოედნის გამყოფი საზღვარი გამოიყენა. ამის გამომწვევი მიზეზი გულშემატკივართა ჯგუფი Red Army გახდა. „წითელარმიელები“ მომსახურე პერსონალსა და სხვა გულშემატკივრებს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აწიოკებდნენ. განსაკუთრებით 1974/75 წლების სეზონში აქტიურობდნენ: „იუნაიტედი“ მაშინ მეორე დივიზიონში გავარდა და Red Army-ს საშინელი განწყობა შეექმნა. თავიანთ მრისხანებას მანჩესტერელი ქომაგები კლუბის გასვლით მატჩებში ავლენდნენ, თამაშის შემდეგ კი ხალხის მასაზე. ერთ-ერთა ასეთმა მრისხანებამ „ბოლტონის“ გულშემატკივრის ცემა და სიკვდილი გამოიწვია. ამ შემთხვევამდე „წითელმა არმიამ“ ინგლისის შოკირება მოახერხა, როცა მისმა ერთ-ერთმა წევრმა ტრიბუნიდან დღეს ასე პოპულარული ბანანი კი არა ნამდვილი დანა გადმოაგდო.

საუკუნეზე მეტი თამაშში


ახლა Red Army ისეთი სახიფათო აღარ არის, როგორც ადრე, მაგრამ იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ საქმეში არიან, მთელ მსოფლიოს სსრკ-ს ჰიმნით ახსენებენ, რომელსაც ხანდახან საშინაო არენაზე მღერიან.

სხვების რეკორდი

ბედის ირონიაა, მაგრამ „ოლდ ტრაფორდის“ სწრებადობის რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ არანაირად უკავშირდება. 1939 წლის ინგლისის თასის ნახევარფინალმა, რომელიც „ვულვერჰემპტონსა“ და „გრიმსბი თაუნს“ შორის ტარდებოდა, ტრიბუნაზე 76 962 მაყურებელი შეკრიბა. ამ მიღწევის ერთ-ერთი მიზეზი გახდა სადგომი ადგილები, რომელიც 90-ანებში აკრძალეს. ახალი წესების მიღების შემდეგ კი ყველაზე ხალხმრავალი (76 098) თამაში 2007 წელს შედგა, როცა მეტოქე „ბლექბერნი“ იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრი ყველაზე დიდია არა მარტო „იუნაიტედისთვის“, არამედ მთელი პრემიერ ლიგისთვის.

ამჟამად ამ რეკორდებიდან არც ერთის გამეორება შეიძლება - ნაკლები ტევადობის გამო. თუმცა უახლოესი 10 წლის განმავლობაში კლუბის ბოსები ალბათ დაიწყებენ პროექტს, რომელიც ადგილებს გაზრდის.

სტადიონი და ქორწილი

გასულ წელს სოციალურ ქსელში ინგლისის ახლად შეუღლებული წყვილის საქორწილო ტორტის ფოტო გავრცელდა. უცნობია, რომელი მათგანია „წითელი ეშმაკების“ ჭეშმარიტი გულშემატკივარ (შესაძლოა, ორივე), მაგრამ ოჯახის პირველი წვეულების მთავარ კონდიტერულ სიმბოლოს მთელი გულისყურით მიუდგნენ. ნეფე-პატარძლის არავითარი სულელური ქანდაკებები - ცხოვრების მთავარი დღისთვის მათ „ოლდ ტრაფორდის“ ტკბილი ასლი გაუკეთეს. თუმცა უცნობია, სტუმრებიდან ვის წაუცდა ხელი ამ სილამაზის შესაჭმელად.

მსგავს ხერხს მიმართა პარკ ჯი სუნმაც, რომელმაც ტელეწამყვან კიმ მინ ჯისთან ერთად ივლისში ასეთი საქორწილო მოსაწვევები დაამზადა:

საუკუნეზე მეტი თამაშში


იმისათვის, რომ ნამდვილ „ოლდ ტრაფორდზე“ გქონდეს ქორწილი, ძალიან გიჟი უნდა იყო, დანარჩენებს კი სხვა გამოსავალი აქვთ. ყაზახეთში არის პაბი, რომელსაც „ოლდ ტრაფორდი“ ჰქვია და იქ გაცილებით ნაკლებ ფასად შეიძლება ქორწილის გადახდა.

ფერგიუსონის ორი ქანდაკება

2012 წლის 23 ნოემბერს „ოლდ ტრაფორდზე“ სერ ალექს ფერგიუსონს ქანდაკება დაუდეს, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე მესამე ქანდაკება გახდა (მეტ ბასბისა და „იუნაიტედის სამების“ ქანდაკებების შემდეგ). 2014 წლის იანვარში კი გაჩნდა ფერგის კიდევ ერთი ქანდაკება. ამჯერად ცვილისგან დამზადებული, რომელიც გამჭვირვალე ყუთში იდო, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა „ექსტრემალურ სიტუაციაში ჩატეხეთ მინა“. ასეთი სალამი გადასცა დევიდ მოიესსა და მის უიღბლობებს ბუკმეკერულმა კანტორამ Paddy Power.

საუკუნეზე მეტი თამაშში


სხვათაშორის, არც მოიესი დაუტოვებიათ მონუმენტის გარეშე. მართლა, თანაც სტადიონის წინ დადგეს... თუმცა „ენფილდზე“, რათა „ლივერპულის“ წინაშე მისი დამსახურებებისთვის მიეგოთ პატივი.

კალათბურთი „ოლდ ტრაფორდზე“

80-ანი წლების შუა პერიოდში „იუნაიტედს“ საკუთარი საკალათბურთო კლუბიც კი ჰყავდა - „მანჩესტერ ჯაიენთსი“. საფეხბურთო კლუბის უმცროსი ძმისთვის ხელმძღვანელ მარტინ ედვარდსს სურდა „ოლდ ტრაფორდის“ ტერიტორიაზე პატარა არენა აეშენებინა, რომელიც 9 000 ადამიანს დაიტევდა, შემდეგ კი ყოველმხრივ განევრცო სტადიონი, როგორც მულტისპორტული კომპლექსი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეთი ავანტიურისთვის საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდა. შემდეგ კი ვერც „გიგანტების“ შესანარჩუნებლად აღმოაჩინეს რესურსი, რამაც აიძულა პროექტი სხვისთვის მიეყიდა. ახლა თეორიული საკალათბურთო პარკეტის ადგილზე პარკინგი მდებარეობს.

და სპორტის სხვა სახეობები

„ოცნების თეატრზე“ ნარინჯისფერი ბურთით მაინც ვერ ითამაშეს, სამაგიეროდ არა ერთი სხვა ღონისძიებები ტარდებოდა. ადრეულ წლებში აქ ბეისბოლის, კრიკეტისა და რაგბის მატჩები ეწყობოდა, შემდეგ კი კრივის საშუალოწონით კატეგორიაში, რომელიც 40 ათას მაყურებელ კრებდა.

საუკუნეზე მეტი თამაშში


საუკუნის წინ კი აქ ისეთ ეგზოტიკურ რამეს თამაშობდნენ, როგორიც შინტია - შოტლანდიელების ეროვნულ თამაშს (ისევ შოტლანდია), რომელიც ბალახის ჰოკეის ჰგავს.

ყველაზე ხმაურიანი

2013 წლის აპრილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კლუბმა სტადიონზე აკუსტიკის სპეციალური ინჟინერი მოიწვია, რომელსაც ინსტრუქციები უნდა მიეცა იმის შესახებ, თუ როგორ გამხდარიყო „ოლდ ტრაფორდი“ უფრო ხმაურიანი. რთულია ამ კონსულტაციის პრაქტიკული სარგებლის შეფასება, მაგრამ წელიწადნახევრის წინ „ოცნების თეატრი“ პრემიერ ლიგის სტადიონებს შორის ყველაზე ხმაურიანად დასახელდა, რაც 167 დეციბელით შეაფასეს. თავისი 105 წლის ასაკშიც კი აქვს სტადიონს გუნდისთვის წინ მოწოდების უნარი.

წყარო: theatreofdreams
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
5 მაი 2015 10:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერთი დღით ჩამაგდეთ და მეტი არაფერი მინდა, მხოლოდ ერთი დღით ნუ თუ საჩემპიონო მატჩზე მოვხდები ან ცისფერებთან ანდაც სკაუზერებთან საერთოდ ოცნების პიკი იქნება.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 მაი 2015 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყოჩაღ დუმბოს ასეთი სტატიისთვის wink2
რაც შეეხება ოლდტრაფორდს, რავიცი იმდენი რამეა ამ სტადიონთან დაკავშირებული ჩამოთვლა რომ დავიწყოთ ხვალამდე ვერ მოვრჩებით love

ისე სხვა სპორტის სახეობები აშკარად არ უხდება ოლდტრაფორდს smile
0
№3
ავტორი: Goginashvili777
5 მაი 2015 15:42
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ოცნებათა თეატრი love იმედია ოდესმე ავიხდენთ ოცნებას და შევაბიჯებთ ლეგენდარულ მოედანზე... ფერგის მინა გავტეხოთ რო ჩავალთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: Mufc7
5 მაი 2015 15:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის,რომელიც გვახსენებს ისტორიას,რომელიც ჩვენი კლუბით კიდევ უფრო ამაყებს გვხდის. ესაა ოცნების თეატრი,სადაც მოხვედრაა ჩვენი ოცნება და იმ სპექტაკლის ნახვა,რასაც მანჩესტერელების თამაში ჰქვია... გული მწყდება,რომ როცა დადგება დღე და მე იქ წავალ,მათ თამაშს ვერ ვნახავ,ვინც შემაყვარა გუნდი,რომელიც დღეს უკვე ყველაფერია ჩემთვის...
ისე, მეც მინდა ქორწილი ოლდ ტრაფორდზე:(( :დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Rosso Diavolo
5 მაი 2015 16:12
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საინტერესო სტატიაა, ნეტა მამყოფა აქ და მეტი არაფერი მინდა
0
№6
ავტორი: RojoDiablo
5 მაი 2015 18:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ქორწილი არ ვიცი, მაგრამ ერთ დღეს აქ აუცილებლად დავდგები და მთელი ძალით ვიყვირებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
5 მაი 2015 20:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თამაშის შემდეგ კი ხალხის მასაზე. ერთ-ერთა ასეთმა მრისხანებამ „ბოლტონის“ გულშემატკივრის ცემა და სიკვდილი გამოიწვია. ამ შემთხვევამდე „წითელმა არმიამ“ ინგლისის შოკირება მოახერხა, როცა მისმა ერთ-ერთმა წევრმა ტრიბუნიდან დღეს ასე პოპულარული ბანანი კი არა ნამდვილი დანა გადმოაგდო


რატო შვილო areyoukiddingme
0
№8
ავტორი: Best 7
6 მაი 2015 20:18
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ocnebis teatri!❤

Ocnebis teatri!❤
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top