"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ვერ მოახერხებს პრემიერ ლიგის ტიტულის 13-ჯერ მოგებას და ამით სერ ალექს ფერგიუსონის შედეგის გამეორებას.
გასულ უქმეებზე 52-წლის პორტუგალიელმა თავის კარიერაში პრემიერ ლიგა მესამედ მოიგო, რითაც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელის სტატუსი დაამტკიცა.
ამავდროულად, ჟოზე არ ფიქრობს, რომ გაიმეორებს დიდებული სერ ალექსის შედეგს, რომელმაც თავისი პირველი ტიტული "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად 51 წლის ასაკში 1992/93 წლების სეზონში მოიგო.
"წინ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს, მაგრამ სერ ალექსმა ყველასთვის მიუწვდომელ სიმაღლემდე ააღწია. ვერ შევძლებ პრემიერ ლიგის 13 ტიტულის მოგებას.
მე შემიძლია ცამეტჯერ გავხდე ჩემპიონი, ეს შემიძლია. რვაჯერ უკვე გავხდი და ვფიქრობ, ცამეტამდეც ავაღწევ. მაგრამ პრემიერ ლიგის ცამეტი ტიტული? არა, შანსი არ არის", - განაცხადა მოურინიომ.