სამშაბათს, 4 მაისს,თბილისის დროით 22:00 წუთზე გაიმართა დუბლების პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "საუთჰემპტონის" რეზერვები ხვდებოდნენ. მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
შეხვედრის მე-17 წუთზე, ფილ ჯონსის გრძელი გადაცემით, ეშლი ფლეტჩერმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდის კართან საგოლე მომენტები უხვად შეიქმნა, ანგარიში არ შეცვლილა და "იუნაიტედის" რეზერვებმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.
შეხვედრაში ძირითადი გუნდიდან ორი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ადნან იანუზაიმ, კვლავინდებურად მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ფილი ჯონსი 62-ე წუთზე უილოკმა შეცვალა.
სათადარიგო სკამი: ჯ.პერეირა, ელ-ფიტური, უილოკი, პირსონი, უილიამსი.
"იუნაიტედი" კვლავ ინარჩუნებს პირველ პოზიციას. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, თუმცა "წითლებს" ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ხოლო პოტენციურ მდევარ "ჩელსის" სამი შეხვედრით ნაკლები.
"იუნაიტედი" მომდევნო შეხვედრაში "სიტის" უმასპინძლებს. მატჩი 12 მაისს, თბილისის დროით 22:00 წუთზე გაიმართება.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.