უკვე რამდენი ხანია არ წყდება ჭორები იმის შესახებ, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა დიდი ალბათობით ამ ზაფხულს, ინგლისს დატოვებს და ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდის რეალში გადაბარგდება.
დღეს The Sun-მა გაავრცელა სიახლე, სადაც წერია, რომ ესპანელმა მეკარემ მანჩესტერ იუნაიტედთან ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა, რის შედეგადაც დე ხეა კვირაში £200,000 მიიღებს კლუბისგან. ასევე ამავე წყაროს ინფორმაციით, ეს კონტრაქტი 2 წლიანია. აქედან გამომდინარე კი, დე ხეა იუნაიტედს ამ ზაფხულს არ დატოვებს. თუ The Sun-ს დავუჯერებთ, მაშინ თვითონ ესპანელსაც არ სურს იუნაიტედის დატოვება და არცაა გასაკვირი, რომ ამ კონტრაქტში ჩასწორება კიდევ მოხდეს და ესპანელმა კიდევ უფრო გაახანგრძლივოს იუნაიტედში დარჩენის პერიოდი.
ასევე სიახლეში ნახსენებია, რომ შესაძლებელია ამ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დე ხეა მადრიდს უფასოდ შეუერთდეს, მაგრამ დიდი ალბათობით ამ ყველაფერს იუნაიტედის ხელმძღვანელობა და მწვრთნელი, ლუი ვან გაალი არ დაუშვებს.