გასული უქმეები უსიამოვნოსთან ერთად, ძალიან რთული გამოდგა... როდესაც მარცხდები, მომდევნო მატჩამდე ძალიან ცუდ ხასიათზე დგები და იმედი მაქვს ეს დღეები მალე ჩაივლის. მჯერა შემდეგ მატჩშივე დავასრულებთ ამ წარუმატებელ სერიას.
როგორც ვთქვი უიქენდი არ იყო კარგი, თუმცა ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა... საშინაო მარცხი, არცთუ ძლიერ გუნდთან არ არის ის, რაც ჩვენ და ჩვენს გულშემატკივარს სურს, ამასთან ერთად ოთხეულისთვის მებრძოლ გუნდებს შანსი მივეცით, რადგან მათ ჩვენი ჩავარდნა გამოიყენეს. ბოლო კვირები, როგორც პრემიერ ლიგას ახასიათებს, ძალიან დაძაბული იქნება. "ვესტ ბრომთან" შეხვედრაში ვდომინირებდით, ვქმნიდით ძალიან ბევრ მომენტს, თუმცა გოლის გატანა ვერაფრით ვერ მოვახერხეთ. ეფექტურობა გვმართებს, რადგან ბოლო სამ შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელაც ვერ ავიღეთ. როგორც წინა შეხვედრებში, ამ შემთხვევაშიც მოწინააღმდეგის კარის დარაჯმა საოცარი შეხვედრა ჩაატარა და ერთი-ორად გაგვირთულა საქმე.
მხოლოდ სამი მატჩი დარჩა სეზონის დასრულებამდე და როგორც უკვე ავღნიშნე, რაც შეიძლება მალე უნდა დავუბრუნდეთ მომგებიან გზას. შემდეგი შეხვედრა, ლონდონში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ იქნება. იმედი მაქვს, გასული სეზონის შედეგს გავიმეორებთ და ქომაგებს გავახარებთ.
სამწუხაროდ, მარცხის გარდა არის ერთი მიზეზი, რომელმაც გასულ კვირა არასასიამოვნოდ აქცია: დაიღუპა რიო ფერდინანდის მეუღლე, რებეკა. რიო და მისი ოჯახი წლების განმავლობაში "იუნაიტედის" ნაწილი იყო, ამიტომ ყველა ჩვენგანი ძალიან სწუხს მომხდარის გამო. მშვიდობით განისვენე რებეკა.
გეხვევით!
ხუანი.
მატას ბლოგი
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.