ჯონ ტერი ფერდინანდს თანაგრძნობას უცხადებს.
"ჩელსის" მცველმა ჯონ ტერიმ ტიტულის აღნიშვნა დროებით გვერდზე გადადო და ყოფილ თანაგუნდელ რიო ფერდინანდს ცოლის რებეკა ელისონის სიკვდილის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.
"სტემფორდ ბრიჯზე" "კრისტალ პალასის" დამარცხებისა და ჩემპიონის ტიტულის გაფორმების შემდეგ ჯონმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
"მინდა ჩემი და "ჩელსიში" მყოფი ყველა ადამიანის მხრიდან რიო ფერდინანდსა და მის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადო".ფერდინანდი და ტერი სვენ გორან ერიკსონის ინგლისის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ, მაგრამ რიოს ძმის, ანტონისადმი რასისტული გამონათქვამების შემდეგ საფეხბურთო ასოციაციამ ჯონს ოთხ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რის შემდეგაც მცველებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
"ოლდ ტრაფორდზე" შაბათს გამართულ შეხვედრაში ფეხბურთელები შავ სამკლაურებს ატარებდნენ, "იუნაიტედისა" და "ვესტ ბრომის" გულშემატკივარი კი ტაშის კვრით "რიო, რიო" მღეროდა.
მეხუთე წუთზე - "იუნაიტედში" ფერდინანდის მაისურის ნომერი - სტადიონი მცველს 1-წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდა.
ქპრ-ს მცველის დამ საკუთარი "თვითერის" საშუალებით ყველას მადლობა გადაუხადა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.
ფერდინანდმა ცოლის გარდაცვალების შესახებ, რომელიც კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა, შაბათს დილით განაცხადა.
სამი შვილის დედას, რომელსაც ფერდინანდმა თავისი "სულის ნაწილი" უწოდა, დიაგნოზი გასულ წელს დაუდგინეს, თუმცა კიბო კეთილთვისებიანი იყო. მიმდინარე წელს ჩატარებულმა სკანირებამ კი აჩვენა, რომ დაავადება ძვლებზე გავრცელდა.
ფერდინანდის დამ შემდეგი რამ დაწერა:
"მინდა დიდი მადლობა გითხრათ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენმა ოჯახმა მიიღო. ეს შეუცნობელი არ ჩაივლის და ამას ვაფასებთ".რაც შეეხება ქპრ-ს ფეხბურთელებს, "ლივერპულის" წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ ლეროი ფერმა კამერებს მაისური აჩვენა, რომელზეც ეწერა:
"გამაგრდი ფერდინანდის ოჯახო".ხოლო მთავარმა მწვრთნელმა კრის რემზიმ კი განაცხადა, რომ ფერდინანდი ცოლის ავადმყოფობის პერიოდში "მთასავეთ" მყარად იდგა.
"კლუბში ყველა გეტყვით, რომ როგორც ადამიანი, ის ფანტასტიური იყო. მოდიოდა, ვარჯიშობდა და ყველაფერს თავის თავში იმარხავდა. დარდს არ ეძლეოდა და ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ელაპარაკებოდა.
მთასავეთ კაცი იყო. მის შესახებ მხოლოდ კარგის თქმა შეგვიძლია".ზემოთჩამოთვლილ ხალხთან ერთად ფერდინანდს მხარდაჭერა სხვებმაც გამოუხატეს.
დევიდ ბექჰემი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ინგლისის ნაკრებში რიოსთან ერთად თამაშობდა, იმ ათასობით ადამიანთა რიცხვში შედის, რომელთაც რიოს მხარდაჭერა გამოუხატეს.
წყარო:
dailymail