თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2015, 20:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1799,
კომენტარები: 6
იანგი: "ყველაფერი ისევ ჩვენს ხელთაა"
სიტუაციას კვლავ "იუნაიტედი" აკონტროლებს.
იანგი:
ეშლი იანგი განაწყენებულია "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხებით, მაგრამ ის და მისი თანაგუნდელები თვლიან, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში დარჩენა კვლავ "იუნაიტედზეა" დამოკიდებული.

"წითელმა ეშმაკებმა" შაბათს ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს "ჩელსისა" და "ევერტონთან" დამარცხების შემდეგ.

ეს შედეგი კი ლუი ვან გაალის შეგირდებს მეხუთე ადგილზე მყოფ "ლივერპულთან" სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მხოლოდ 4-ქულიან ჰანდიკაპს უქმნის.

როცა ჰკითხეს, არსებობდა თუ არა გუნდში რწმენა, რომ "იუნაიტედი" კვლავ შეძლებდა ოთხეულში მოხვედრას, იანგმა განაცხადა: "რა თქმა უნდა, არის. ფეხბურთელებსაც და შტაბსაც სჯერათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად გავალთ და ყოველთვის ეს გვინდოდა.

ყველაფერი კვლავ ჩვენს ხელთაა და წინ სამი მძიმე მატჩი გვაქვს. "პალასის" წინააღმდეგ კიდევ ერთი რთული შეხვედრა გვექნება და გვინდა გამარჯვებების გზას დავუბრუნდეთ",
- განაცხადა ვან გაალმა.

"იუნაიტედს" "შაშვების" წინააღმდეგ დომინირებდა, თუმცა კარის აღება მაინც ვერ მოახერხა, ეს სცენარი კი ძალიან ჰგავდა "ჩელსისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩებში განვითარებულ სურათს.

"ვიცოდით, რომ "ვესტ ბრომი" ავტობუსის ჩაყენებას აპირებდა და სწორედ ასე მოიქცნენ. უნდა სცადო და სივრცეები იპოვო, მაგრამ ეს ყოველთვის რთულია, როცა ყოველი მოთამაშე ბურთის უკან იმყოფება.

ჩვენ გვაქვს გუნდური სული და ხასიათი იმისთვის, რომ ამ მარცხს თავი დავაღწიოთ. ამ კვირაშიც ვიმუშავებთ, მოვემზადებით სავარჯიშო მოედანზე და იმედი მაქვს, მომდევნო კვირას მოვლენები ჩვენთვის კარგად განვითარდება",
- დაასრულა იანგმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 მაი 2015 20:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არადა სამი ტურის წინ მეგონა სადარდებელი აღარ გაგვიხდებოდა ეგ, ჰალმა რომ მოუგო ლივერპულს მით უმეტეს ასე მეგონა და ახლა რა ხდება. აბა თქვენ იცით, დაკარგეთ ეგეც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
3 მაი 2015 21:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულმა იმდენი იკისრა ზედიზედ 3 წაგების მერეც 4 ქულაა სხვაობა თორე ოთხეული დაკარგული იქნებოდა. უმოტივაციო ჩელსის ალბატ მოუგებენ და ჩვენ კრისტალ პალასთანაც თუ დავკარგეთ ქულები კარგად იქნება საქმე
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
3 მაი 2015 21:48
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რავიცი ეხლა არსენალს თუ არ ჩავთვლით ადვილი თამაშებია და მგონია რო გავინაღდეთ ლიგის საგზური
0
№4
ავტორი: DiMaria
3 მაი 2015 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
Rosso Diavolo,
ერთი ვესტ ბრომი იყო ადვილი და მერე კრისტალ პალასი იქნება ჰალთან ერთად.
0
№5
ავტორი: temo-scholes
4 მაი 2015 08:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
arcerti tamshi ar gvaqvs darchenili martivad satamasho.... Arsenalze aranakleb rtuli matchi iqneba palastan da haltan gasvlaze matchebi... Imedia am sami tamashidan 6 qulas dadeben tore......:@
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 მაი 2015 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კიი წინა თამაშიც ვითომ ჩვენს ხელთ იყო, მაგრამ... cerealguy
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top