თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2015, 23:50
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1989,
კომენტარები: 10
"შანსები უნდა გამოიყენო"
ლუის ვან გაალმა მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 13 წლის შემდეგ პირველად დათმო ზედიზედ სამი შეხვედრა, თანაც ისე რომ ვერცერთში გოლის გატანა ვერ მოახერხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჰოლანდიელმა თავკაცმა მომენტების რეალიზებაზე ისაუბრა და გუნდს ამ კომპონენტში მომატებისკენ მოუწოდა.

"რობინი თერთმეტ-მეტრიანებს კარგად ასრულებს, თუმცა დღეს გამონაკლისი იყო, ამასთან ერთად მეკარის კარგი თამაშიც უნდა აღვნიშნოთ, რომელმაც ურთულეს სიტუაციაში მოახერხა გუნდის გადარჩენა. რაც არ უნდა იყოს ასეთი შანსები უნდა გამოიყენო, რადგან ეს თითქმის 100 პროცენტიანი მომენტია, შენ წინ მხოლოდ კიპერი დგას და ეს საქმეს გიმარტივებს.

ახლა გოლების სიმცირეც სადარდებელი გაგვიხდა, რადგან ბოლო სამი შეხვედრაა გატანას ვერ ვახერხებთ. "ჩელსის", "ევერტონის" და "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ უამრავი მომენტი შევქმენით, თუმცა ვერც ერთი ვაქციეთ გოლად. ასეთ დროს, მენეჯერს გაქვს უფლება თქვა, რომ არ გაგვიმართლა. ოთხეულისთვის ბრძოლა თავიდან იწყება, კარგია რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია."


"ვესტ ბრომის" ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში საკუთარ საჯარიმოსთან იყვნენ განლაგებულები, ბურთის ფლობაში კი, მათ გასწვრივ მხოლოდ 20 პროცენტი ეწერა, რაც ამ სეზონში ყველაზე ცუდი შედეგია.

"მე ვიცოდი რა მოხდებოდა. მეტოქე დაცვაში "ავტობუსს" ჩააყენებდა და დიდი ძალებით ეცდებოდა თავის დაცვას. ამასთან ერთად, ფანტასტიურად ითამაშა მეკარემ. ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მაინც მოვახერხეთ მომენტების შექმნა, მაგრამ დარტყმის განხორციელება რთული პოზიციებიდან გვიხდებოდა, რადგან უამრავი მცველი იყო მეკარის წინ.

მათი გოლი შანსიც კი არ ყოფილა - მათ ჯარიმიდან მოახერხეს გოლის გატანა, რიკოშეტის დახმარებით. ძალიან საწყენია, როცა ასეთ გოლს უშვებ და შეტევაში კი იღბალი ზურგს გაქცევს."
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
3 მაი 2015 00:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არც რუნი ბრწყინავს პენალტებში. საერთოდ გუნდს ამაში დიდი პრობლემა აქვს და შარშანაც კარგად გამოჩნდა. ძალიან ბევრს მაზავდნენ. მარა მაინც რუნის უნდა დაერ*** ალბათ

ძალიან ბევრი მომენტი გააფუჭეს. ცუდი თამაში იყო, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ალბათ. სამივე თამაშში ისე ვითამაშეთ როგორც მეტოქეს აწყობდა
0
№2
ავტორი: AkkRed
3 მაი 2015 00:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
საგოლე მომენტს პენალტის გარდა რომელს გულისხმობს?
0
№3
ავტორი: VaRdo
3 მაი 2015 00:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: AkkRed
საგოლე მომენტს პენალტის გარდა რომელს გულისხმობს?


თამაშს უყურე? მაკნერის არ იყო საგოლე მომენტი? ვან პერსის არ იყო საგოლე მომენტი? იანგის არ იყო საგოლე მომენტი? მატასი არ იყო საგოლე მომენტი ფელაინმა რომ დაუგდო? ისევ ვან პერსის მეკარემ რომ გამოუძრო არ იყო საგოლე მომენტი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: temo-scholes
3 მაი 2015 06:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
amas qvia shveci shens burtis flobasooo...!:@
0
№5
ავტორი: abrama
3 მაი 2015 09:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
და ტიპი ჩიხაზე უარს იძახის, ვინ გვყავს მაგისთანა თავდასხმელი
0
№6
ავტორი: RojoDiablo
3 მაი 2015 20:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
abrama,
და ჩიჩა რა თავდამსხმელია? ინდივიდუალურად შეუძლია შექმნას მომენტი ასეთ თამაშში და იხსნას გუნდი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: DiMaria
3 მაი 2015 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
უნდა გამოიყენო, მაგრამ ვერ იყენებენ და რობინმაც მაინცდამაინც ახლა გამაზა რა
0
№8
ავტორი: temo-scholes
4 მაი 2015 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RojoDiablo,
dumbo shegaxseneb chicha is tavdamsxmelia romelsac bevrjer gadavurchenivart da titqmis wagebuli tamashebi mougia chventvis... Is tavdamsxmelia romelic momentebs dzalian kargad iyenebs... Misi saqme momentis sheqmna araa gio momentis realizebaa misi rogorc yvela centr forvardis saqme....

moklet ro vtqva vest bromvichtan swored chichas stilis forvardi gvaklda da bevr gamouyenebel momentshi gaiasnda eg...!
0
№9
ავტორი: RojoDiablo
4 მაი 2015 09:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
temo-scholes,
არაფერიც არ გვაკლდა. რომელი იყო ისეთი მომენტი, რომელიც ვან პერსიმ საჯარიმოდან ვერ გაიტანა. რადგან ფორვარდზე ვლაპარაკობთ, პერსის მომენტები განვიხილოთ, თორემ იანგის მომენტებზე არ ვამახვილებ ყურადღებას. ასეთ თამაშებში ინდივიდუალური მოქმედებებია საჭირო და ჩიჩარიტო არც მესია, არც რონალდუ, რომ თავისით გაძვრეს და რამე გააკეთოს. მაგას პასი უნდა მისცე, პასი კი ვერ კეთდებოდა გუშინ წინ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: temo-scholes
6 მაი 2015 07:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ise tu ase ketdeboda da ra mnishvneloba aqvs eg van persim gaafucha tu iangma a?:)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top