"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მისი გუნდი სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას უკვე აწარმოებს.
ჭორების თანახმად "ოლდ ტრაფორდზე" დორტმუნდის "ბორუსიადან" მატს ჰუმელსი და ილკაი გიუნდოგანი გადაბარგდებიან, პსვ-დან მემფის დეპაი, ხოლო "რეალიდან" გარეტ ბეილი.
ვან გაალმა აღიარა, რომ "იუნაიტედი" უკვე შრომობს თავის სატრანსფერო სამიზნეებზე და იმედი აქვს, რომ სეზონის დაწყებამდე სასურველ მოთამაშეებს შეიძენს.
"უკვე ვმუშაობთ ამაზე. უკვე ვეძებთ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენს გუნდში ჩაეწერებიან. სამუშაო რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ, რადგან ახლებს ყოველთვის სჭირდებათ დრო ადაპტირებისთვის.
იმედი გვაქვს, სამუშაოს ვადაში დავასრულებთ. სამწუხაროდ, ხანდახან მოლაპარაკების პროცესი დიდ დროს მოითხოვს", - განაცხადა ვან გაალმა.