"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა გუშინ ღამით თავისი ცოლის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.
35-წლის ქალი, რომელიც სამი შვილის დედა იყო, ლონდონში Royal Marsden-ის ჰოსპიტალში კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
ქპრ-ს მცველმა ტრაგიკული ამბავი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს დილით გაავრცელა.
მცველმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "ჩემი მეორე ნახევარი გუშინ ღამით ხელიდან გამოგვეცალა. რებეკა, ჩემი მშვენიერი ცოლი, ლონდონის Royal Marsden-ის ჰოსპიტალში კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა. ის ჩვენი სამი ბავშვის შესანიშნავი მოსიყვარულე დედა იყო.
ის მოენატრებათ, როგორც ცოლი, დედა, და, დეიდა, შვილი და შვილიშვილი. ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის იცოცხლებს, როგორც მეგზური და შთამაგონებელი.
მე, ჩემს მშობლებს ჯენისა და ჯულიენს, რებეკას მშობლებთან ლესლისა და სტეფანთან ერთად გვინდა მადლობა გადავუხადოთ ოჯახებს, მეგობრებსა და კლუბში პარტნიორებს, რომ ამ მძიმე თვეებსა და კვირებში ჩვენს გვერდით იმყოფებოდნენ.
მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ლონდონში Royal Marsden-ის ჰოსპიტალში მომუშავე პროფესორ ჯონსტონის, კლარკისა და მათი შტაბის მიმართ. მათი ღვაწლი რებეკას მთელი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ფასდაუდებელი იყო".
რებეკა იყო 9-წლის ლორენცის, 6-წლის ტეიტისა და 4-წლის ტიას დედა.
ფერდინანდს მხარდაჭერა ყოფილმა ფეხბურთელებმაც გამოუხატეს.