თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2015, 15:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1866,
კომენტარები: 7
ვან გაალი: "მომდევნო წელს სხვა გუნდს იხილავთ"
ვან გაალი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალს "ვესტ ბრომთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, მის გუნდსა და ლიდერ "ჩელსის" შორის არსებული სხვაობის შემცირებას რით შეეცდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ამ გუნდებს შორის განსხვავება არც იმდენად დიდია, რამდენადაც სატურნირო ცხრილი აჩვენებს.

"ეს სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თუ სტარტს გამოვაკლებთ, შეგვეძლო "ჩელსის" დავწეოდით. ლიგის ტოპ-გუნდების წინააღმდეგ ჩვენი მატჩები უკვე ნახეთ და არა მგონია, სხვაობა ძალიან დიდი ყოფილიყო. ამის განსჯა მაშინ შეგიძლიათ, როცა კლუბები ერთმანეთს შორის თამაშობენ.

კარგით, წელს ტიტულისთვის არ ვიბრძვით, მაგრამ მეორე ადგილთან ძალიან ახლოს ვართ. "ჩელსი" სხვა კლუბებს ძალიან უსწრებს, მაგრამ მომდევნო სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მომდევნო წელს სხვა გუნდი გვეყოლება, მაგრამ არა მარტო ჩვენ, არამედ "მანჩესტერ სიტის", "ჩელსის" და "ლივერპულსაც" - ყველა კლუბს, რომელიც პირველი ადგილისთვის იბრძვის.

სეზონი უკეთ უნდა დავიწყოთ. როცა ჩვენი მზადების მიმოხილვას ვაკეთებ, უკეთესი ჩანს, მაგრამ უნდა ვნახოთ, როგორი იქნება. ჩვენს სელექციაში ბალანსირება უნდა მოვახდინოთ და შემდეგ იმაზე უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე ახლა ვთამაშობთ. მომდევნო სეზონში წლევანდელზე უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 მაი 2015 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სეზონს რო ცუდათ დავიწყებდით ალბათ ეს ყველამ იცოდა, თუმცა რაღაც იმედები იყო რა თქმა, მაგრამ წარმოუდგენლად რთული იყო რომ ვან გაალს პირველივე სეზონში თანაც დასაწყისში რაღაც განსაკუთრებული ენახებინა. არაუშავს, მომავალი სეზონიც მალე მოვა და ვან გაალის არ იყოს, მეც მჯერა რომ მომავალ წელს გაცილებით ძლიერ იუნაიტედს ვიხილავთ, ვიდრე ეხლა ვართ... winked
0
№2
ავტორი: GeorgeBest
2 მაი 2015 15:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მერამდენედ იძახის ამას wink მაგის იმედი გვაქვს ყველას, თან ლიგაზე ბრუნდება გუნდი love
0
№3
ავტორი: AkkRed
2 მაი 2015 15:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
2008 წელს გავიმეორებთ love
0
№4
ავტორი: RojoDiablo
2 მაი 2015 16:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მომდევნო წელს პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიც კარგი იქნება, მაგრამ გუნდს თუ ჩამოაყალიბებს კარგად, შეიძლება ევროტურნირზე უფრო ვიბრძოლოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 მაი 2015 16:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
მომასწარი, ზუსტად ეგ უნდა დამეწერა bully
0
№6
ავტორი: Martial
2 მაი 2015 17:31
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
წელს მთავარი ლიგაზე დაბრუნება იყო. მომავალ წელს უკვე ტიტულისთვის უნდა იბრძოლონ. მთავარია საჭირო ფეხბურთელები დაიმატონ
0
№7
ავტორი: temo-scholes
3 მაი 2015 06:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
erti jer gadit normalurad da mere iparpashet...:@ imena ra dgeshia gundi ra...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top