ლუი ვან გაალმა ანხელ დი მარია კლუბში თავის გამოჩენის სურვილის გამო შეაქო და მოლოდინი გამოხატა, რომ არგენტინელი "ოლდ ტრაფორდს" არ დატოვებს.
"ვფიქრობ, დი მარია უნდა დარჩეს. ვერ იტყვის, რომ აქ ზღაპრული სეზონი აქვს, მაგრამ ძალიან ბევრს შრომობს. მისი შეხედულებით მოხარული ვარ, ასე რომ, ეს პრობლემა არ არის.
მწვრთნელი და კლუბი ყოველთვის მოთამაშის პირად გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ფეხბურთელი წყვეტს, ასე რომ, უნდა ვნახოთ, რას გადაწყვეტს. თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ მას არ ეკუთვნის, რადგან ჩვენ კონტრაქტი გვაქვს, ამიტომ ყოველ ფეხბურთელს უნდა დაველაპარაკოთ და შევაფასოთ, როგორც ყოველთვის ვიქცევი. შემდეგ კი ერთმანეთს მომავლის შესახებ ვესაუბრებით და თითოეული ფეხბურთელის შემთხვევაში ეს არის გადამწყვეტი".
როცა ჰკითხეს, დი მარიას ცუდი ფორმა მსოფლიო ჩემპიონატზე მის მონაწილეობას ხომ არ უკავშირდება, ვან გაალმა განაცხადა, რომ მცირე როლი შეეძლო ამასაც ეთამაშა.
"იმედი მაქვს! ვერ იტყვი, რომ ყოველთვის ეს არის მთავარი ფაქტორი. ეს როლს თამაშობს და იმედი მაქვს ასე იქნება, რადგან მომდევნო წელს შესანიშნავი სეზონი ექნება. ჩვენს ფილოსოფიას უნდა შეეგუო და მისთვის ესეც რთულია, ალბათ. ჩვეულებრივ, მას ფანტასტიკური სეზონი უნდა ჰქონდეს, ამის მჯერა".
დი მარია შაბათს ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების მოლოდინშია და მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება არ გამორიცხა.
"ჩვეულებრივ, ის ითამაშებდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაში გუნდი გამარჯვებებს აღწევდა, ამიტომ მას თამაშის საშუალება არ ჰქონია. ახლა კი მატჩები წავაგეთ, ამიტომ მისი დაბრუნების შანსები უფრო მაღალია. ეს ყოველთვის ასეა".