თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2015, 10:35
ავტორი: De_Gea,
ნანახია: 3536,
კომენტარები: 14
ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი
ტრანსფერები,რომელბსაც ზაფხულში ველით
ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი
2014/15 წლების სეზონი თითქმის მიიწურა და ასე თუ ისე გაირკვა გუნდების ადგილი ჩემპიონატებში. ალბათ არ იქნება ნაადრევი იმის თქმა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება. თუმცა რა იქნება მომდევნო სეზონში?! ჩვენ ვნახეთ თუ რამდენად არის გუნდი დამოკიდებული უეინ რუნისა და მაიკლ კერიკზე. თუ მომდევნო სეზონში "იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის", "არსენალსა" და რაც მთავარია "ჩელსის", პრემიერ ლიგის ტიტულში უნდა შეეცილოს და ამასთან ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეული დაბრუნება მოაწყოს, ლუი ვან გაალმა ბევრი ტრანსფერი უნდა გააკეთოს. ზოგი პოზიცია გააძლიეროს, ზოგი ფეხბურთელი კი გაუშვას...

1.მეკარე
ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი
დავიდ დე ხეა ზაფხულში სატრანსფერო ჭორების ქარ-ცეცხლში მოექცევა. მისი შეძენა მადრიდის "რეალს" სურს და საკმაოდ სოლიდურ პირობებს სთავაზობს როგორც "იუნაიტედს", ისე ფეხბურთელს. რა თქმა უნდა, ლუი ვან გაალმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ესპანელი მეკარე, მაგრამ რა იქნება თუ სამშობლოს სიყვარული დავიდს სამეფო კლუბში გადასვლას გადააწყვეტინებს?! "იუნაიტედს" დასჭირდება ტოპ კლასის მეკარე და ასეთ კანდიდატად მე უგო ლორისს ვხედავ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და თუ საჭირო გახდა მისი მოყვანა შესაძლებელი იქნება. თუმცა რა თქმა უნდა სჯობს რომ გუნდში დავიდ დე ხეა დარჩეს.

2.დაცვის ხაზი
ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი
დაცვის ხაზი წლევანდელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ''აქილევსის ქუსლია'', როგორც ფლანგებზე, ისე ცენტრში. ალბათ, დამეთანხმებით, მარცხენა ფლანგის მცველები "იუანაიტედს" არ აკლია (ბლინდი, შოუ, როხო) თუმცა საპირისპირო სიტუაციაა მარჯვენა ფლანგზე - რაფაელს ტრამვები აწუხებს, ანტონიო ვალენსია კი მცველის მოვალეობას თავს ვერ ართმევს. მარჯვენა მცველად ლუი ვან გაალი ნათანიელ კლაინის მოყვანას გეგმავს.
ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი

თუმცა ყველაზე პრობლემატურად მაინც ცენტრალური თავდაცვა რჩება.მარცხენა ცენტრალურ მცველად ყველაზე სტაბილურად მარკოს როხო მიმაჩნია. თუმცა დაცვას სჭირდება ლიდერი, გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი მცველი. ცენტრალური მცველის ვარიანტები გერმანიის ბუნდესლიგაში იძებნება. დიდი ალბათობით დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებს მატს ჰუმელსი და ლუი ვან გაალი აუცილებლად უნდა ეცადოს გერმანული კლუბის კაპიტნის გადაბირებას. მის ტრანსფერში კატალონიის "ბარსელონა" შეგვეცილება. ასევე პერსპექტიული მცველია ბენედიქტ ჰიოვედესი,რომელიც ამჟამად "შალკეში" ასპარეზობს. ეს უკანასნელი კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდა.

3.ნახევარდაცვა
ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი
მომდევნო სეზონში მანჩესტერ იუნაიტედს რთული კალენდარი ექნება ვინაიდან ერთდროულად ინგლისურ და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უნდა იასპარეზოს. როდემდე შეძლებს მაიკლ კერიკი გუნდის დაბალანსებას?! ამასთან ის მალე კარიერას დაასრულებს და ლუი ვან გაალს საიმედო საყრდენი სჭირდება. ერთ-ერთი ვარიანტი დორტმუნდის "ბორუსიადან" ილკაი გიუნდოგანია. ის, რომ ფეხბურთელი გერმანულ კლუბს დატოვებს ოფიციალურადაა დადასტურებული, თუმცა მის შეძენაში მიუნხენის "ბაიერნი" შეგვეცილება. მეორე ვარიანტი ჰოლანდიელი კევინ სტროტმანის გადაბირებაა, რომელსაც ლუი ვან გაალთან მუშაობის გამოცდილება აქვს, კარგად ერთვება როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ფიზიკურად ძლიერი მონაცემები აქვს.
ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი

ასევე გასაძლიერებლია ვინგერის პოზიციები,რადგან ანხელ დი მარია პრემიერ ლიგას ვერა და ვერ მოერგო, ეშლი იანგი კი არც ისე სტაბილური ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა რომ ბოლო დროს საოცარ თამაშებს ატარებს. ამ პოზიციის გასაძლიერებლად გარეტ ბეილს ან მემფის დეპაის მოიაზრებენ. გარეტ ბეილის ტრანფერის განხორციელება მარტივი იქნება,თუ დავიდ დე ხეა კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ ეს ფაქტი ბეილის ტრანსფერში უნდა გამოიყენოს ვუდვორდმა. ასევე ახალგაზრდა და პერსპექტიული ვინგერია ჰოლანდიელი მემფის დეპაი, რომლის მოყვანა გუნდში გაცილებით მარტივია.
ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი

4.შეტევა
გასაკვირია მაგრამ ფაქტია,მანჩესტერში არ არის გოლეადორი. ფალკაოზე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია, რაც შეეხება ვან პერსის ის ასაკის გამო ჩვეულ ფორმაში ვეღარაა და შეტევაში მხოლოდ უეინ რუნი რჩება. თანამედროვე ფეხბურთში კი ერთი თავდამსხმელით თამაში ძალიან სარისკოა, ევროპული გრანდები უკვე სამი შემტევის ტაქტიკას ხმარობენ, რომელიც საკმაოდ ამართლებს. ამ პოზიციაზე "წითელი ეშმაკები" გონსალო იგუაინის გადმოყვანას გეგმავენ. თუმცა ფანების უმეტესობას, ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ტოტენჰემის" შემტევის ჰარი კეინის მოყვანა სურს.

ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი

5.გასაშვები ფეხბურთელები

აშკარაა,რომ კოლუმბიელი თავდამსხმელი ''ელ ტიგრე'' "მანჩესტერ იუნაიტედს" და ზოგადად პრემიერ ლიგას ვერ მოერგო. მწვრთნელის უნდობლობა სწორედ იქიდან მოდის, რომ ფალკაო კარისკენ ზუსტ დარყმებსაც კი ვერ ახორციელებს. ვერც სისწრაფეს მატებს შეტევას. ფაქტია, რომ რადამელმა ზაფხულში "იუნაიტედი" უნდა დატოვოს.

ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი

ამ სიაში ასევე შედიან ახალგაზრდები ადნან იანუზაი და ჯეიმს უილსონი. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ვან გაალი მათ შანს მისცემს, მაგრამ "იუნაიტედს" ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი და ექსპერიმენტების დრო არ ექნება. უმჯობესი იქნება თუ მათ არენდით გაუშვებს და სათამაშო პრაქტიკას მისცემს. გუნდიდან უნდა წავიდეს რაფაელი, რომელსაც ვან გაალი სრულ უნდობლობას უცხადებს. სამწუხაროა, მაგრამ შესაძლებელია "იუნაიტედის" ესპანური დუეტი "ბარსელონაში ვიხილოთ. მატასა და ერერას ხშირად მოიაზრებენ ხავისა და ინიესტას შემცვლელად.

ლუი ვან გაალის საზაფხულო მიზანი

ალბათ დამეთანხმებით,რომ მომდევნო წელს "იუნაიტედი" აუცილებლად უნდა ჩაერთოს ტიტულისთვის ბრძოლაში და წინააღმდეგობა გაუწიოს "ჩელსის", რაც ადვილი არ იქნება. ასევე საჭიროა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპაში დაიბრუნოს ძველი სახელი. ასეა თუ ისე გუნდს გაძლიერება სჭირდება და ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ზაფხულს და ვნახოთ, როგორ გააძლიერებს ჰოლანდიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედს".
ტრანსფერები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
3 მაი 2015 10:45
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
Es statia manches gadzlierebas exeba tu gundis dashlas?:))))
0
№2
ავტორი: temo-scholes
3 მაი 2015 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ALEXFERGUSON,
+1:D
0
№3
ავტორი: DRJBECKHAM
3 მაი 2015 13:58
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
წყარო რო მიუთითოთ ამ სტატიის არ შეიძლება? ან ახალი დაწერეთ რამე. თუ ეს სტატია თქვენი ნაფიქრალია ეგეც მიუთითეთ
0
№4
ავტორი: zatara
3 მაი 2015 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
DRJBECKHAM,

აი კაცურად რად გინდა წყარო ან რაში გაინტერესებს ვინ დაწერა ან რატო დაწერა lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№5
ავტორი: GeorgeBest
3 მაი 2015 15:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულის ფანების სტატიაა areyoukiddingme

წყარო არ უწერია, ავტორის აზრია უბრალოდ. რომელსაც საერთოდ არ ვეთანხმები. რა როხო სმოლინგმა დაიხია ყვეა. საერთოდ შეცდომით მოხვდა ეგ ფეხბურთელი ჩვენთან. ჰუმელსი-ჰიოვედესის დუეტი ძალიან მაგარი იქნება, პირველ რიგში ჰუმელსია მოსაყვანი იასნა. ნახევარდაცვაში გუნდოგანი ძალიან კარგი იქნება ფორვარდად თუა რ დააყენებს მარა მაინც სხვა კანდიდატურა ჯობია ჩემი აზრით და პრემიერ ლიგიდან ტუ იქნება ეგ უკეთესი

მარჯვენა მცველი აუცილებლად დასამატებელია, როდამდე უნდა ვუყუროთ ვალენსიას. ვინგერები ვაბშე არ გვყავდ და იანგის იმედად ვართ, ესეც ტეხავს. დი მარია შეცდომით მოხვდა ამ გუნდში. თავიდან ისე დაიწყო მე მეგონა დაიხევს პრემიერ ლიგას მეთქი მარა ეხლა გაქცევაზეა ტიპი
0
№6
ავტორი: De_Gea
3 მაი 2015 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
General,
აი ლივერპულის ფანის რა შემატყვე :)))) მაგის ქვევით რაც გიწერია სტატიას ეთანხნება :))))
0
№7
ავტორი: GeorgeBest
3 მაი 2015 15:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
De_Gea,
რომელი ეთანხმება როხოს ლიდერობა, სტროოტმანის ან გუნდოგანის მოყვანა თუ? მე როხოს ლიდერობაზე გავაკეთე აქცენტი და დავწერე არ ვეთანხმები თქო. და რაშიც არ დაგეთანხმე მანდვე მივუწერე
0
№8
ავტორი: glory man united
3 მაი 2015 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
გასაშვებთა სიას მიუმატეთ ლინდენგაარდი, ევანსი და ბლეკეტი. აი ნანის დაბრუნება რატო არავის უნდა ვერ ვხვდები აკრიფა ამ კაცმა ფორმა და შეიძლება მისი გამოყენება. კიდე ენრიკესი და ჩიჩარიტო ორივე უნდა გავყიდოთ ერთ-ერთი დავტოვოთ კაცო ზამენაზე ორივე კაია
0
№9
ავტორი: De_Gea
3 მაი 2015 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
General,
ცენტრალურ მცველზეც.მარჯვენა მცველზეც.საყრდენზეც და ვინგერზეც თითქმის იგივე გიწერია რაც მე :))) და თუ როხოს და სტროტმანის საკითხში არ მეთანხმები არ ნიშნავს რომ ლივერპულის ფანი ვარ :))) ეგ შეურაწყოფაა ვაფშე :D :D
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
3 მაი 2015 16:14
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არამგონია კეინი მოვიდეს. სტროოტმანიც უკვე არავის უნდა, არც ბარსელონაში წავლენ მატა და ერერა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top