ანდრეას პერეირამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც კლუბთან 2018 წლის ივნისამდე იქნება დაკავშირებული და შეთანხმება გახანგძლივების პუნქტსაც შეიცავს.
19-წლის ნახევარმცველი "იუნაიტედის" აკადემიას 2011 წელს შეუერთდა და მიმდინარე სეზონის დასაწყისში პირველ გუნდშიც მოხვდა. დებიუტი კი 2014 წელს "მკ დონსის" წინააღმდეგ ლიგის თასზე შედგა.
ვან გაალმა განაცხადა: "მოხარული ვარ, რომ ანდრეასმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. დიდებული ბუნებრივი ნიჭი სწავლის დიდი სურვილით.
მოხარული ვარ მიმდინარე სეზონში მისი განვითარებით და მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობის დაწყებას, რათა მისი ნიჭი კიდევ უფრო გავაფართოვო".
პერეირა: "მოხარული ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით. მწვრთნელს მადლობას ვუხდი, რომ პირველ გუნდში გადასვლის საშუალება მომცა. პრემიერ ლიგაში ჩემი დებიუტი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ შედგა და "ოლდ ტრაფორდზე" ამდენი გულშემატკივრის წინაშე თამაში ოცნებას ჰგავდა.
ჩემი განვითარებისთვის სწორ კლუბში ვიმყოფები და რაც შეიძლება მეტს ვისწავლი. მინდა ოჯახსა და ღმერთს მადლობა გადავუხადო შესაძლებლობისთვის, რომელიც მათ მომცეს".