თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2015, 21:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3619,
კომენტარები: 10
რა მოხდა სინამდვილეში - სქოულზის ვერსია
პოლ სქოულზი თავს დამნაშავედ გრძნობს.
რა მოხდა სინამდვილეში - სქოულზის ვერსია
როცა 2012 წლის შემოდგომაზე "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი კარიერის განახლებაზე ვფიქრობ, ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები, ხომ არ შევუშალე ხელი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი ერთ-ერთ მათგანს.

პოლ პოგბა ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელმაც "იუნაიტედის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა "სტოკ სიტის" წინააღმდეგ ჩაატარა და მასში მონაწილეობას მეც ვიღებდი. ზაფხულში კი კლუბის მხრიდან მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად "იუვენტუსში" გადაბარგდა. ის წავიდა თანხის სანაცვლოდ, რომელიც მისი სავარჯიშო ხარჯების დაფარვასაც კი ვერ შეძლებს, ახლა კი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.

მომდევნო კვირაში მისი "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალს" ხვდება და პოლმა შესაძლოა მხოლოდ საპასუხო მატჩისთვის მოასწროს გამოჯანმრთელება, რომელიც 13 მაისს გაიმართება. გავიგე, ახლა მისი ღირებულება 70 მილიონამდე ადის. რა თქმა უნდა, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ "იუნაიტედს" არჩევანის ქონისა და პირობების შეთანხმების შემთხვევაში მისი დატოვება ერჩივნა. "იუნაიტედში" მასთან განშორება არ სურდათ.

შეიცვლებოდა კი რამე მე რომ წელიწადნახევრით არ დავბრუნებულიყავი? ვფიქრობ, გუნდში ჩემმა დაბრუნებამ თავისი როლი ითამაშა იმ დროის მიცემაში, რომელსაც პოლი მოედანზე ატარებდა. "იუნაიტედის" მხედველობის არიდან ყოველთვის რთულია იმის გაგება, გახდება თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელი ტოპ-კლასის პროფესიონალი, რომელიც უმაღლეს დონეზე ითამაშებს, მაგრამ პოგბას შემთხვევაში ყველაფერი ასე ცალსახა როდია.

უნდა ვთქვა, რომ სერ ალექს ფერგიუსონი აფასებდა პოგბას და მისი დატოვება სურდა. ყველამ ვიცოდით, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელი იზრდებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების დეტალები ყოველთვის თვალში გხვდება, როცა ტოპ-კლუბში დიდ დროს ატარებ. პირველ რიგში ამჩნევ, როგორ გამოეყოფიან ახალგაზრდა ფეხბურთელები პირველი გუნდის ვარჯიშების დროს საერთო ჯგუფს.

პოგბა პირველივე შეხედვისთანავე დამამახსოვრდა თავისი გაბარიტებითა და ფიზიკურობით, ხოლო როცა უკეთ გავიცანი, მიხვდი, რომ მას საკუთარი ძალების რწმენაც აქვს. არავითარი შიში არ იგრძნობოდა მასში, როცა პირველ გუნდთან ერთად სავარჯიშოდ გაუშვეს. და საუბარია არა მხოლოდ ფეხბურთზე - უფროს ფეხბურთელებთან რჩევის საკითხავად მისვლის არ ეშინოდა. საქმის ერთგული იყო. პოლი წარმატებისკენ ისწრაფვოდა და ნებისმიერ შესაძლებლობას ეჭიდებოდა.

შესანიშნავი მოთამაშე იყო: დიდებული ტექნიკა, ბურთზე დარტყმა. რჩევას მე მეკითხებოდა, თუ როგორ გაეუმჯობესებინა პასი. ვარჯიშების შემდეგ ვრჩებოდით და ერთმანეთს 45 მეტრის მანძილზე პასებს ვაძლევდით. მისი სხვა ღირსებები - ფიზიკური სიძლიერე, ორთაბრძოლებში ტექნიკა, ათლეტიზმი - შორეულ მანძილზე პასის მიწოდებას სჯობდა, მაგრამ სურდა ყველაფერი დაეხვეწა.

2011 წლის ზაფხული, კარიერის პირველად დასრულების შემდეგ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელ უორენ ჯოისთან ერთად გავატარე. პოლი შემადგენლობაში იყო, მაგრამ მიუხედავად გიგანტური პოტენციალისა, 2011 წლის შობამდე არცთუ კარგად თამაშობდა, რათა პირველ გუნდში მუდმივი ადგილი დაემკვიდრებინა, რომ არაფერი ვთქვათ, სასტარტო შემადგენლობაზე. მიუხედავად ამისა, წლის ბოლომდე ლიგის თასზე სამჯერ ითამაშა, მეცხრამეტე დაბადების დღემდე კი პრემიერ ლიგაში დებიუტი ჰქონდა.

ვფიქრობ, 2011 წლის 31 დეკემბერს "ბლექბერნის" წინააღმდეგ ჩატარებული საშინაო მატჩი - "იუნაიტედის" მოულოდნელი მარცხი - პოგბასთვის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. ტრავმის გამო მწვრთნელმა მაიკლ კერიკი დაცვაში გაგზავნა, ნახევარდაცვაში კი პარკ ჯი სუნთან ერთად რაფაელ და სილვა მოქმედებდა. პოლი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, რითაც იმედგაცრუებული იყო.

ამიტომ, როცა გუნდში დავბრუნდი, პოლს წასვლის გადაწყვეტილების მიღება შეეძლო. შემადგენლობაში მის პოზიციაზე ბებერის დაბრუნებაც კი ვერ დაეხმარებოდა. რეალობა ისეთი იყო, რომ არასაკმარისად კარგად თამაშობდა, რათა გუნდში მუდმივი ადგილი ჰქონოდა, რადგანაც ასე რომ არ ყოფილიყო, მწვრთნელი მას მატჩებში აუცილებლად ათამაშებდა. ფერგიუსონს არასდროს ჰქონია პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ შემადგენლობაში შეეყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელი, როცა ის ამას იმსახურებდა.

რა მოხდა სინამდვილეში - სქოულზის ვერსია


თუმცა არასდროს მისაუბრია სერ ალექსთან სიტუაციის წვრილმანებზე, გასახდელში ამბობდნენ, რომ პოლის აგენტებმა ახალი კონტრაქტისთვის ძალიან დიდი თანხა მოითხოვეს. მათ სურდათ მიეღოთ ფული, რომელსაც პირველი გუნდის ფეხბურთელს უხდიან, თანაც ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელიც ჯერ ისევ არ შედიოდა პირველ გუნდში. "იუნაიტედმა" ჩათვალა, რომ ეს არასწორი იყო და თავისი გაიტანა. პოლი იმ ზაფხულს წავიდა და მალევე გამოიჩინა თავი "იუვენტუსში". ასეთი რამ ხდება. უნდა შევაქოთ "იუვენტუსი", რომ მას შანსი მისცეს.

რაც შეეხება "იუნაიტედს", არ ვფიქრობ, რომ პოგბა ხელახლა უნდა მოიწვიონ დიდძალი თანხის სანაცვლოდ, რაზეც საუბრები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მცირედი კომპენსაციის სანაცვლოდ დაკარგეს. მესმის, რომ "ჩელსიმ" ასეთი რამ ნემანია მატიჩის შემთხვევაში გააკეთა, როცა "ბენფიკადან" გადაიბირა, მაგრამ მისი ტრანსფერის ღირებულება პოგბასთვის მოთხოვნილისთვის რა შესადარებელია. ეს არასწორი მგონია.

დავუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე. შევუშალე თუ არა ხელი პირველ გუნდში პოლ პოგბას? თუ მხოლოდ დამთხვევაა, რომ პირველი გუნდის დონის ფეხბურთელად მხოლოდ მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც "იუნაიტედთან" მისი კონტრაქტი ამოიწურა? შესაფერისი დროის შერჩევის უნარი ყოველთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მიმართებაში და ასეთ შემთხვევაშიც კი, როცა "იუნაიტედი" ახალგაზრდა ფეხბურთელებს ამდენ შანსს აძლევს, ხდება უიღბლობა.

არ არსებობს ვინმე, ვინც ახალგაზრდებთან სერ ალექსზე უკეთ მუშაობს. მან ყოველთვის იცოდა როდის უნდა მოეწვია გუნდში და როდის გაეძევებინა და მას პოლ პოგბასი სჯეროდა. მხოლოდ ერთხელ, პოგბას შემთხვევაში, ამან არ გაამართლა. შესაფერისი მომენტი ხელიდან გაუშვა და არ დაემთხვა მოთამაშის თამაშის დონე და მწვრთნელის წარმოდგენა მის პროგრესზე. და დიახ, შესაძლოა, მე პრობლემის ნაწილი ვიყავი ხუთი თვის განმავლობაში, რომ შემადგენლობაში ადგილისთვის მას კონკურენციას ვუწევდი.

ყოველ შემთხვევაში, პოგბამ "იუნაიტედში" თავისი შანსი მიიღო. შვიდჯერ შევიდა მოედანზე შეცვლაზე, რაც ახალგაზრდულ გუნდში მისი თამაშის თანასწორი იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომელთაც ძირითადში თავის გაღწევა უფრო გამოცდილი თანაგუნდელების გამო არ გამოსდით, პირველი გუნდი რაღაც ძალიან შორეულად უნდა ეჩვენოთ.

წყარო: independent
სქოულზის გრაფა
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
1 მაი 2015 21:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არაფერი დაშავდებოდა პოგბას რომ მოეცადა. გავიგეთ რომ შეცდომა დაუშვეს მაგრამ თვითონ უარესად იკაცა და გაიქცა გუნდიდან. სქოულზი რომ არ დაბრუნებულიყო რა ხდებოდა ნახევარდაცვაში გვახსოვს და პოგბა მაგას ვერ მოაგავრებდა. დროული იყო პოლის დაბრუნება და მაგან ბევრი რამ შეცვალა მაშინ
0
№2
ავტორი: Rooni
1 მაი 2015 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Radamnasheveobaze laparakobs magdabrunebam magrad gvishvela da drouli iyo polis dabruneba. Racsheexeba pogbas unda dalodeboda tavis shans.
0
№3
ავტორი: giochinio
1 მაი 2015 22:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
ვისაც იუნაიტედი არ სჭირდება ისეთი კაცი იუნაიტედს მითუმეტეს არ სჭირდება...ახალგაზრდა იყო და შეიძლება მაშინ ვერ მოითმინა,მაგრამ მანჩესტერის ჭეშმარიტი გულშემატკივარი არასოდეს მოიქცეოდა მის მსგავსად...არ უნდოდა და არ დარჩა,თორე ფერგის ხელში დღეს უკეთესიც კი შეიძლება ყოფილიყო(ცოტა გადავამეტე wink )
0
№4
ავტორი: Macklemore
1 მაი 2015 23:46
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
პოგბა რო უნიჭიერესი ახალგაზრდაა მაგას დღესაც ამტკიცებს და ალბათ ფერგიც ხედავდა, მაგრამ ბევრს ითხოვდა კლუბისგან. ხედავდა რო გუნდში 1 ან 2 სეზონში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ ვერ მოითმინა და წავიდა. ვინ იცის ახლა რა დონეზე ეთამაშა, მაგრამ მაინც ვთვლი რო პრემიერ ლიგაში ისეთივე ვერ იქნებოდა როგორიც სერია ა-შია.
0
№5
ავტორი: Wardell
2 მაი 2015 00:25
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ამის დამბრუნებელს მოუთხან სულ ყველაფერი :@ :@ :@ არ უნდოდა და გაასხა, ხოდა ეხლა იყოს სადაც არის, მაგაზე ნაკლებები გაგვიშვია?! მარა რაღაცნაირად ვართ მაინც და ვიქნებით კიდე დიდი ხანი.
0
№6
ავტორი: Martial
2 მაი 2015 01:08
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
თუ მიდიოდა კარგად ფასად მაინც გაეყიდათ, ესე უაზროდ რო წავიდა ეგ უფრო ტეხავს
0
№7
ავტორი: bziki
2 მაი 2015 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერთი ამპარტავანი,ამიციური ზანგია
პროსტა ის ტეხავს რო უფასოდ წავიდა და დღეს 80 მილიონი ღირს.რას იზავ ხდება ეგეთეთებიც
0
№8
ავტორი: RojoDiablo
2 მაი 2015 07:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლა გამიხარდებოდა, მაგრამ იუნაიტედთან მთლად გადასარევი დამოკიდებულება არ აქვს, ამიტომ ჯობია არ მოვიდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: AkkRed
2 მაი 2015 09:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სქოულზი რომ არ დაბრუნდებულიყო უფრო უარეს დღეში ჩავარდებოდით.
0
№10
ავტორი: Pazu21
2 მაი 2015 20:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
Pogba magari fexburtelia, mara manchesteri ar uyvarda. chven kide ronaldo, beckham, nisterloi gagvishvia sauketeso formashi myofebi da lawiraki ver mogvinelebia. pogbac imat msgavsad realshi gaiqceoda da amitom magari ar mevaseba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top