თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2015, 20:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2080,
კომენტარები: 10
"ფლეთჩერს თბილად უნდა დახვდნენ"
ვან გაალმა "იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელზე ისაუბრა.
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ დარენ ფლეთჩერს შაბათს "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" ერთად "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ გულშემატკივარი თბილად უნდა დახვდეს.

"შაშვების" რიგებში გადასვლამდე დარენმა "იუნაიტედის" მაისურით 342 მატჩი ჩაატარა და 13-წლიანი კარიერის განმავლობაში 12 ტიტული მოიგო. ტონი პულისის გუნდში კი ის კაპიტნად დაინიშნა და თავის ყოფილ კლუბს პირველად შაბათს დაუპირისპირდება.

მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ უნდა დახვდეს ქომაგი ფლეთჩერს აპლოდისმენტებით: "ის გულშემატკივრისგან დიდებულ რეაქციას იხილავს. ამის იმედი მაქვს. ამის იმედი მაქვს, რადგან მარუან ფელაინი "ევერტონში" კარგად არ მიიღეს, დარენს კი გულშემატკივარმა ტაში უნდა დაუკრას".

როცა ჰკითხეს, რთული იყო თუ არა ფლეთჩერთან განშორება, ვან გაალმა ახსნა, რომ მისი გადაწყვეტილება მოთამაშისთვის სათამაშო დროის მიცემისა და კარიერული ამბიციების დაკმაყოფილებაზე იყო დაფუძნებული: "მის თამაშზე და სეზონის მეორე ნაწილში ჩვენ მიერ ჩასატარებელი მატჩების სიმრავლეზე ვისაუბრეთ.

გადაწყვეტილება ისეთი მივიღეთ, რაზეც შევთანხმდით. ძალიან რთული არ იყო, რადგან ამაზე ვისაუბრეთ. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვესაუბრები. ხანდახან, ეს გარედან რთულად ჩანს, მაგრამ მე ყოველთვის ვსაუბრობდი გადაწყვეტილებებზე, რომელიც ერთად უნდა მიგვეღო".


"ვესტ ბრომს" გასაოცარი დაცვითი თამაში აქვს, მხოლოდ "ჩელსიმ" და "საუთჰემპტონმა" მოახერხეს უფრო ხშირად კარის "მშრალად" შენახვა, ვიდრე პულისის გუნდმა. ვან გაალი ფიქრობს, რომ რთული იქნება კარის აღება, ამიტომ "იუნაიტედმა" ტოპ-ფორმა უნდა აჩვენოს.

"რა თქმა უნდა, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" ანალიზირება მოვახდინეთ. ისინი კომპაქტურად და დაცვით თამაშობენ. ასევე თამაშობენ გრძელ პასებს. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თავდაცვა ყოველთვის რთულია, რადგან ბურთზე ზეწოლას ყოველთვის ვერ მოახდენ. მათი ორგანიზების დისორგანიზება უნდა მოვახდინოთ, თუმცა მათი ორგანიზაცია კომპატურია.

როცა ბურთის ფლობის 60 პროცენტიანი მაჩვენებელი გაქვს, მაგალითად, როგორც "ევერტონის" წინააღმდეგ, მაშინ უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ ბურთი დაკარგო და ჩვენ უკან დიდი სივრცეები ჩნდება, რადგან ისინი თავს იცავენ, ჩვენ კი შუა ხაზზე ვართ. ასე თავდაცვა უფრო რთულია, ვიდრე მაშინ, როცა საკუთარ 60 მეტრს იცავ.

მაშ რა არის დასამარცხებელი საშუალება? პასუხი ყოველთვის ერთია - გჭირდება ბურთის მაღალი ცირკულაცია და მაშინ მათ 90 წუთის განმავლობაში ბურთის უკან მოუწევთ სირბილი. 60 თუ 70 წუთის შემდეგ სივრცეები ჩნდება, რომელიც ყალიბდება და შენ უპირატესობა უნდა შეიქმნა".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: DiMaria
1 მაი 2015 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ფლეტჩომ არაფერი იკისროს და დახვედრით დახვდებიან. ყოველთვის მიყვარდა ეს ფეხბურთელი მარა წასასვლელი იყო და წავიდა.
0
№2
ავტორი: Macklemore
1 მაი 2015 20:25
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
DiMaria,
რა უნდა იკისროს??
ფლეტჩერი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა ბოლო დროინდელ მანჩესტერ იუნატიედში. ყველაფერს ეცადა და ცდილობდა გუნდისთვის ღირებული ფეხბურთელი ყოფილიყო და გამოდგომოდა გუნდს, მაგრამ ეს ვერ მოახერხა დაწავიდა. ყოველთვის ვაფასებდი ფლეტჩერს იუნაიტედისადმი სიყვარულის გამო. მჯერა, რომ გულშემატკივარი მას თბილად დახვდება.
0
№3
ავტორი: DiMaria
1 მაი 2015 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
Macklemore,
გოლი ვიგულისხმე თორე რომ არ შეგვაგინებს მეც ვიცი.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
1 მაი 2015 20:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფლეთჩერი რამდენად პატივსაცემი პიროვნებაა, ბევრჯერ დამტკიცებულა და მას ფეხბურთელობის გარდა როგორც ადამიანს, ისე უნდა სცემდე პატივს. დახვდება გულშემატკივარი ისე, როგორ ეკადრება. ბანერებს არ გაუკეთებენ, მაგრამ შესვენებაზე ჩანტს მაინც უმღერებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
1 მაი 2015 20:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უელბეკს დახვდებიან ყველაზე თბილად love იუნაიტედის გულშემატკივარი ყოველთვის აფასებს ყველას, მითუმეტეს არანაირი მიზეზი არ არსებობს რომ მაგ კაცს ცუდად დახვდენენ

ესენიც რო ევერტონივით ითამაშებენ მაგას რად უნდა თქმა, როდისმე ხო უნდა ისწავლონ ესეტ გუნდებთან თამაში. საინტერესოა ვის დააყენებს წინ ისე winked
0
№6
ავტორი: Rooni
1 მაი 2015 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Fletcherma golic rogagvitanos mainc pativiscemas imsaxurebs chvenganac da mteli manchesterisganac
0
№7
ავტორი: Macklemore
1 მაი 2015 23:50
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
DiMaria,
იმედია არ გაგვიტანს, მაგრამ მაგისგან გოლიც არ მეწყინება :D

DiMaria,
იმედია არ გაგვიტანს, მაგრამ მაგისგან გოლიც არ მეწყინება :D

DiMaria,
იმედია არ გაგვიტანს, მაგრამ მაგისგან გოლიც არ მეწყინება :D
0
№8
ავტორი: Martial
2 მაი 2015 01:10
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ფალკაოს ისევ ექნება დრო და გაიტანს იმედია
0
№9
ავტორი: bziki
2 მაი 2015 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ფლეჩერი ყოველთვის მანიუსთან იქნება ასოცირებადი,დარწმუნებული ვარ უმღრებენ და ტაშით შეხვდებიან ბევრი კაი მოგონება მახსენდება მაგ გვართან.ეხლა გაალს აგინებენ ჰოლანდიელებისთვის მხადაჭერის გამო არადა ეს მანჩესტერში მხოლოდ იმიტო იყო აქამდე რო შოტლანდიელი იყო და შოტლანდიელის ლუბიმჩიკი იყო,სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს
0
№10
ავტორი: AkkRed
2 მაი 2015 09:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
bziki,

გეთანხმები, თვითონ ფერგიმ აღიარა რისთვისაც გაზარდა და გახადა პროფესიონალი ფეხბურთელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top