სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 35-ე ტური თარიღი: შაბათი, 2 მაისი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: რაფაელი, კერიკი, როხო, შოუ, ევანსი დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: არავინ განაცხადი: De Gea, Valdes, Lindegaard, Blackett, Jones, McNair, Smalling, Blind, Di Maria, Fellaini, Herrera, Januzaj, Mata, Pereira, Powell, Valencia, Young, Falcao, Rooney, Van Persie, Wilson. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ რუნის ტრავმა არ იყო იმდენად სერიოზული, როგორც მოსალოდნელი იყო და ის თამაშს შეძლებს, ხოლო ევანსი და შოუ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებენ.
"ვესტ ბრომის" შემადგენლობას დისკვალიფიკაციის შემდეგ იუსუფ მულუმბუ უბრუნდება. ტონი პულისის გუნდში ბენ ფოსტერის გარდა სხვა ტრავმირებული ფეხბურთელი არ არის.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-4 ადგილი, 65 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-მ-მ-წ-წ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში თავის მოედანზე 40 გოლი გაიტანა - პრემიერ ლიგაში ეს საუკეთესო შედეგია. ლუი ვან გაალის შეგირდები პრემიერ ლიგის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან შვიდში მინიმუმ სამ გოლს იტანდნენ.
წაგების შემთხვევაში "იუნაიტედი" ზედიზედ მესამედ დამარცხდება. უკანასკნელად პრემიერ ლიგაში გუნდი ზედიზედ სამჯერ 2001 წლის ნოემბერი-დეკემბრის შუალედში დამარცხდა.
თუ "იუნაიტედი" "ვესტ ბრომს" გოლს ვერ გაუტანს, 2007 წლის შემდეგ პირველად მოხდება ისე, რომ "წითელი ეშმაკები" მეტოქის კარის დალაშქრვას ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ მოახერხებენ.
"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 საშინაო შეხვედრა მოიგო. 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 მარტში მოპოვებული ზედიზედ 12 საშინაო გამარჯვების შემდეგ ეს "იუნაიტედის" საუკეთესო მსგავსი მაჩვენებელია.
"ვესტ ბრომვიჩი"
მე-13 ადგილი, 37 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-წ-წ-წ-მ-ფ
"ვესტ ბრომმა" გასვლით მატჩებში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 11 გოლი გაიტანა - ეს ლიგაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
"შაშვებს" შეუძლიათ 2012 წლის შემდეგ პირველად მოიპოვონ ზედიზედ მეორე საგარეო გამარჯვება.
მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში "ვესტ ბრომის" გოლების 56% სტანდარტული მდგომარეობებიდან გადის - ლიგის საუკეთესო მაჩვენებელი.
ტონი პულისის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში თავით 14 გოლი გაიტანეს - ეს გოლების 44 პროცენტია. თავით უფრო მეტი გოლი მხოლოდ "ვესტ ჰემს" გააქვს - 15 ბურთი.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 14 გოლი (12 ლიგაში).
უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 17 მატჩში 15 გოლი გაიტანა, ხოლო გასვლაზე ჩატარებულ ბოლო 17 მატჩში მხოლოდ ერთი.
უეინ რუნიმ "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო ექვსივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა, როცა ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდა (7 გოლი).
"ვესტ ბრომვიჩი"
წამყვანი ბომბარდირები: ბერაჰინო - 18 გოლი (12 ლიგაში).
"შაშვების" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში გატანილი თვრამეტი გოლიდან საიდო ბერაჰინომ მხოლოდ სამი ბურთის გატანა მოახერხა გასვლით მატჩებში.
თუ მოედანზე დარენ ფლეთჩერი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 125-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 53 შეხვედრაში იზეიმა, "ვესტ ბრომმა" 41-ში, ხოლო 31 მატჩი ფრედ დასრულდა.
გასულ სეზონში "ვესტ ბრომმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 1 მოგება, 4 ფრე, 16 მარცხი.
პრემერ ლიგის რანგში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 13 შეხვედრიდან ათში "ვესტ ბრომი" გოლის გატანას ვერ ახერხებდა.
1958 და 1959 წლებში "შაშვებმა" "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები