თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2015, 16:40
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1787,
კომენტარები: 8
"ტოტენჰემი" რეკორდულ თანხას ითხოვს
"იუნაიტედი" ლორისს არ იყიდის.
"მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს ვაჭრობას და სარეკორდო თანხის გადახდას, რათა უგო ლორისი გადაიბიროს.

"იუნაიტედის" ინტერესი ლორისის მიმართ დევიდ დე ხეას შესაძლო წასვლასთანაა დაკავშირებული, რომლის მიმართ კვლავ დიდ ინტერესს იჩენს მადრიდის "რეალი". ამის ფონზე ლუი ვან გაალი დე ხეას შემცვლელად უგო ლორისს მოიაზრებს, რომელიც პირველია მის სატრანფერო სიაში.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ფრანგ კიპერს "ტოტენჰემის" დატოვება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს. ეს ყველაფერი ზრდის ჭორებს, რომლის მიხედვითაც ლორისი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.

წყაროების მტკიცებით, "ტოტენჰემი" არ აპირებს კაპიტნის გასხვისებას, თუმცა, ESPN-ის თქმით, "მამლები" მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან ლორისს, თუ "იუნაიტედი" სარეკორდო თანხას გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ დღემდე მეკარეში გადახდილი სარეკორდო თანხა "იუვენტუსს" ეკუთვნის, როდესაც ბუფონში 32 მილიონი ევრო გადაიხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუნაიტედი" არ აპირებს "მამლების" პრეზიდენტის, დანიელ ლევის დაყოლიებას და თუ დე ხეა კვლავ უარს იტყვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, "წითელი ეშმაკები" სხვა გოლკიპერის გადაბირებას ეცდებიან.

წყარო: fapl.ru
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
1 მაი 2015 16:59
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ხან ჩეხიო ხან ლორისიო ხან დეხეამ გააფორმაო.. ბევრი იწერება და მგონი მართლა წავა დათუნა crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: AkkRed
1 მაი 2015 17:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ივნისის პირველ კვირაში გააფორმებენ დე ხეას.
0
№3
ავტორი: SAF
1 მაი 2015 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მაგარი ცენზურა წყაროა ეს ამას ლიგაზე თუ ვერ გავიდნენ კონტრაქტით უფლება აქვს 17 მლნად გამოისყიდოს ლუბოი გუნდმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№4
ავტორი: RojoDiablo
1 მაი 2015 19:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დე ხეა თუ წავიდა ეს ყველაზე კარგი ვარიანტია და თანაც თუ წავიდა იუნაიტედმაც იმდენი უნდა მოითხოვოს, რამდენიც ლორისის ყიდვასაც ეყოფა. მაგრამ არ უნდა გაუშვან დავიდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
1 მაი 2015 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რამდენი რამე მომხდარა ჩემ არ ყოფნაში. დე ხეა დარჩეს და ლორისი მოვა თუ მორისი არ მაინტერესებს.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
1 მაი 2015 21:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დე ხეა გავუშვით უკვე? areyoukiddingme რეალს შეტენონ იყიდიან ეგენი
0
№7
ავტორი: Macklemore
1 მაი 2015 23:39
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რადროს ლორისია?! დე ხეა გუნდში რჩება!!
0
№8
ავტორი: bziki
1 მაი 2015 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ძალიან ძლიერი მეკარეა ჩამოყალიბებული,დაღვინებული ჯერ დაუძმარებელი, კაი მკითხველი მიხვდება რას ვამბობ ფორმის პიკი აქ ლორისს, არ ვიცი კონტრაქტის დეტალები, ტოტენჰემს თუ აქ ამაზე უფლება მაქსიმუმს გაწურავს არ იცი აქ თუ არა
პ.ს. დეხეას არ ვადრი უბრალოდ ლორისის სიძლიერეს ხაზს ვუსვამ
პ.ს. იმიტო ვიხმარე რო გაუცნოიერებელი კომენტარები არ დაიპოსტოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top