თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2015, 09:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2563,
კომენტარები: 9
მატამ მოურინიოს მითი დაამსხვრია
ხუან მატამ ყოფილ მწვრთნელს "პასუხი გასცა".
მატამ მოურინიოს მითი დაამსხვრია
მიმდინარე კვირაში რადიო-შოუში "ჩელსის" მიერ ტიტულის მოგების განხილვისას შენიშნეს, რომ ჟოზე მოურინიომ კლუბის ორგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი იმის გამო გაყიდა, რომ ესპანელი საკმარისად არ შრომობდა მოედანზე.

მატა პრაგმატული პორტუგალიელის სათამაშო გეგმებს არ ესადაგებოდა, მაგრამ არასწორი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ხუანი მოედანზე გუნდისთვის არ შრომობს. პირიქით, Opta-ს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხუანი პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის 10 მატჩში ყველაზე მეტ მანძილს ფარავდა - ეს ყველა სხვა ფეხბურთელის მიერ ნაჩვენებ შედეგს აღემატება.

ასეთი შედეგი შესაძლოა ვან გაალის ინსტრუქციებს არ შეესაბამებოდეს, რადგან ლუი ბურთის ფლობას და ზედმეტი ენერგიის დახარჯვისგან თავის შეკავებას ამჯობინებს, რაც ერერამ მცირე ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა. თავის მხრივ ანდერი მატას შემდეგ ყველაზე შრომისუნარიანი ფეხბურთელია და "ევერტონთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ, სადაც ასევე ყველაზე მეტი მანძილი დაფარა, მის ანგარიშზე მსგავსი შედეგის მქონე რვა მატჩია.

ასე რომ, სანამ ერერა "გუდისონ პარკზე" "იუნაიტედის" შემადგენლობაში ყველაზე მეტს დარბოდა და ამან აესთეთიკური სიამოვნება დატოვა, ანდერი ვან გაალის გუნდში კვლავ ყველაზე ხშირად ჩანდა. მატამ საწყის სამ მატჩში ყველაზე მეტი შრომისუნარიანობა აჩვენა - "სუონსის" წინააღმდეგ მის მიერ დაფარული 12.54 კმ. არავის გაუმეორებია. ერერა კი პირველად ყველაზე მოძრავი ფეხბურთელი ქპრ-ს წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში გახდა, თუმცა ამის შემდეგ მსგავს შედეგს თებერვალში "გედებთან" დაპირისპირებამდე ვერ აღწევდა.

ბოლო ცხრა მატჩიდან ერერამ შვიდში მოახერხა მატჩში ყველაზე მოძრავი ფეხბურთელი გამხდარიყო - "ლივერპულთან" ამ მხრივ მარუან ფელაინი გამოირჩა, "ჩელსისთან" კი რუნი.

სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული ყოველ კონკრეტულ მატჩში ფეხბურთელების ვალდებულება შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც კარგად ხსნის, თუ რატომ ხდებიან მატა, ერერა და ფელაინი "იუნაიტედის" ყველაზე მოძრავი ფეხბურთელები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვერავინ შეძლო იმდენი მანძილის გარბენა, რამდენიც მატამ, სალაპარაკო თემას აჩენს.

შესაძლოა მონაცემები "იუნაიტედის" სათამაშო სტილზე საუბრის საშუალებასაც იძლევა და მეთოდებს ვან გაალი უკეთ გაარჩევს, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მატა და ერერა, რომლებიც კრეატიული და ინტელიგენტი ფეხბურთელები არიან, შრომას თაკილობენ.
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 მაი 2015 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მატას შრომისუნარიანობაში მარტო მოურინიო თუ შეიტანდა ეჭვს areyoukiddingme
0
№2
ავტორი: AkkRed
1 მაი 2015 09:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

დაცვითი ფუნქციების ვერ შესრულების გამო, განა სხვა რამაა. მოურინიოს ავტობუსის შექმნაში ხელს ვერ უწყობდა
0
№3
ავტორი: RojoDiablo
1 მაი 2015 10:23
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მატა რომ გადმოვიდა მაშინ მახსოვს რაები ხდებოდა. ვენგერმა მოურინიოს დააბრალა იუნაიტედი გააძლიერა, რომ კონკურენტებს ხელი შეგვიშალოსო, მოუმ თქვა ფულის გამო გავყიდეო, მერე არ შრომობსო და რაღაც. მაგრამ არ მიკვირს, მატას რაც კარგი აქვს იმას ვერ დაუკარგავ, ჭკვიანია, ხედავს, პასს აკეთებს, მაგრამ ერთს დაეჯახებიან და ძირს აგდია. ასეთები კი მოურინიოს არ უყვარს და გაუშვა. დაცვაზე როცა მიდგებოდა საქმე მატა მაშინ თითქმის არაფრის მომცემი იყო, ამიტომ ეს შეურაცხყოფა კი არა უბრალოდ მის სქემაზე ვერ მორგების გამო გაშვებაა და მორჩა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: chudikone
1 მაი 2015 11:59
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არ მეგონა რუნის თუ ასეთი ცუდი შედეგი ექნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Berba 9
1 მაი 2015 12:40
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მოურინიოა და რაღაც მიზეზი ხო უნდა მოეფიქრებინა, უბრალოდ არ მოეწონა ტიპი და დასვა სკამზე :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: DiMaria
1 მაი 2015 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რუნი ასე იშვიათად ხდებოდა? ვა სასწაულია.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
1 მაი 2015 20:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მეგონა რუნიზე მეტი თუ ვინმეს ექნებოდა
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
1 მაი 2015 22:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მატა ძაან კლასნია და საჭიროა გუნდისთვის love
0
№9
ავტორი: Macklemore
1 მაი 2015 23:44
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მატას ძალიან ვაფასებ და ვთვლი რო გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელია. საუბარიც არ შეიძლება მის გაშვებაზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top