ანდერ ერერამ ეშლი იანგსა და კრის სმოლინგს აჯობა და აპრილის თვეში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მოიგო.
ესპანელმა აპრილში ოთხი მატჩი ჩაატარა და "ასტონ ვილას" 2 გოლი გაუტანა, გამოკითხვაში კი ხმების 63 პროცენტი მიიღო. ანდერმა უკვე მეორედ მოიგო ეს პრიზი, პირველად ის თებერვალში დაასახელეს საუკეთესოდ.
ერერამ გულშემატკივარს მადლობა გაუდახადა: "მადლობას გიხდით ყველა გულშემატკივარს. იმედი მაქვს, მხარს დამიჭერთ და გაუმჯობესებას გავაგრძელებ. ძალიან დიდი მადლობა!"
ერერას ანგარიშზე ჩატარებულ 27 შეხვედრაში 7 გოლია და "იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.