"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა წლის საუკეთესო გოლის ავტორთა ნომინანტები დაასახელა და წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა, რომელიც სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზს მიიღებს, გულშემატკივართა სურვილისამებრ ხდება. წლების განმავლობაში მისი მფლობელები უეინ რუნი, ნემანია ვიდიჩი, კრიშტიანუ რონალდუ, რუდ ვან ნისტელროი, დევიდ ბექჰემი, როი კინი და ერიკ კანტონა ხდებოდნენ.
უკანასკნელად კი პრიზი დავიდ დე ხეამ მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ დავიდი მიმდინარე სეზონშიც შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის შეგიძლიათ ხმის მიცემა.
სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზის ბოლო 10 გამარჯვებული:
"მანჩესტერ იუნაიტედის" 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ (Sir Matt Busby player of the year - Vote now)
წლის საუკეთესო გოლის ნომინაციაში კი წარდგენელია პირველი გუნდის ფეხბურთელების მიერ გატანილი 10 საუკეთესო გოლი. დაჯილდოების ცერემონია 19 მაისს გაიმართება.
გასულ სეზონში საუკეთესო გოლის ავტორი უეინ რუნი გახდა, რომელმაც "ვესტ ჰემს" შესანიშნავი ბურთი გაუტანა, წელს კი მისი კონკურენტები იქნებიან:
01: ანხელ დი მარია vs "ლესტერ სიტი" 02: მარუან ფელაინი vs "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" 03: უეინ რუნი vs "არსენალი" 04: რობინ ვან პერსი vs "ჰალ სიტი" 05: ანდერ ერერა vs "იოვილ თაუნი" 06: ჯეიმს უილსონი vs "კემბრიჯ იუნაიტედი" 07: დეილი ბლინდი vs "ვესტ ჰემი" 08: ანდერ ერერა vs "სუონსი სიტი" 09: ხუან მატა vs "ლივერპული" (მეორე გოლი) 10: უეინ რუნი vs "ასტონ ვილა"
წლის საუკეთესო გოლის გამოსავლენად ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ (Goal of the season - Vote Now)