"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა ჯონი ევანსს სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვების უფლება მისცეს, რადგან პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბი "ევერტონი" მის მიმართ ინტერესს იჩენს.
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი "იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია. მას დიდი ძალისხმევა მოუწევს იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში ვან გაალის გუნდში ადგილი დაიმკვიდროს. ამას ისიც ემატება, რომ ვან გაალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის გაძლიერებას აპირებს.
"Metro"-ს ცნობით, "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი, ევანსით დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, რადგან მიუხედავად ჯონ სტოუნსის პროგრესისა, ცენტრალური მცველის საჭიროება გუნდში კვლავ იგრძნობა.
27 წლის მცველის სატრანსფერო თანხად £10 მილიონი სახელდება.