ანდრეას პერეირას სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" შანსს კიდევ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მას მხოლოდ 4 მატჩი აქვს შთაბეჭდილების მოსახდენად.
19-წლის პერეირას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და პსჟ მზად არის ბრაზილიელს მყარი ფინანსური შეთავაზება გაუკეთოს.
შემტევმა, რომელიც "იუნაიტედის" ბოლო 6 მატჩიდან ხუთში სათადარიგოთა სკამზე ხვდებოდა "წითელი ეშმაკების" რიგებში სადებიუტო შეხვედრა "მკ დონსის" წინააღმდეგ ჩაატარა, პრემიერ ლიგაში პირველად კი მარტში "ტოტენჰემთან" შევიდა შეცვლაზე.
წლის საუკეთესო 21-წლამდელთა ფეხბურთელის ნომინაციაზე წარდგენილმა მოთამაშემ თავის მომავალზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ყოველდღე ბევრს ვშრომობ და მოედანზე ყველაფერს ვაკეთებ.
იმედი მაქვს, ასეთ ფორმას შევინარჩუნებ. შემიძლია შეტევაში მარცხენა ან მარჯვენა ფლანგზე ვითამაშო. ჩემთვის ეს საუკეთესო პოზიციაა და იმისათვის, რომ ჩემგან საუკეთესო მიიღო, სწორედ აქ უნდა ვითამაშო.
მწვრთნელები მეუბნებიან, რომ მოედანზე გაშლილად უნდა ვიმოქმედო და გოლების გატანასაც შევძლებ. გუნდში სხვა ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც უფრო შეუძლიათ დაცვითი ფუნქციების შეთავსება.
ვიცი, რომ პირველ გუნდში შანსს მივიღებ და მინდა შემდეგი ნაბიჯი გადავდგა", - განაცხადა პერეირამ.