მადრიდის რეალს 48 საათი აქვს, რათა გადაწყვიტოს და გამოისყიდოს ხავიერ ერნანდესის, იგივე ჩიჩარიტოს, კონტრაქტი. თუკი ესპანელები პარასკევამდე არაფერს მოიმოქმედებენ ისინი აღარ იქნებიან პირველი არჩევნები.
ჩემოიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ორშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი მექსიკელის საკითხს სეზონის ბოლოს გადაწყვეტს.
ჩიჩარიტომ ბოლო შეხვედრების საოცრად ჩატარება მოახერხა, უკანასკნელ ორ მატჩში მან 3 გოლის გატანა შეძლო. ხავიერმა, ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, კარიმ ბენზემას, არ ყოფნა იდეალურად გამოიყენა და ესპანეთის დედაქალაქში დარჩენას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლობდა.
გუნდებს შორის შეთანხმების თანახმად, "მადრიდის რეალს" ერნანდესისთვის ბრძოლაში უპირატესობა 30 აპრილის ჩათვლით ექნება, ამის შემდეგ "იუნაიტედი" სხვა კლუბების შემოთავაზებებსაც განიხილავს.
მექსიკელისადმი ინტერესს იჩენენ:"საუთჰემტონი", "ვესტ ჰემი" და "ლაციო", მსურველებს შემტევის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონი ფუნტ-სტერლინგის გადახდა მოუწევთ.