"წითელ ეშმაკებს" ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
სამშაბათს, 29 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართა ინგლისის 21-წლამდელთა პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "ფულჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" რეზერვები ხვდებოდნენ. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
შეხვედრის მე-13 წუთზე სტუმრები რობინ ვან პერსიმ დააწინაურა, რასაც როტუელის დუბლი მოჰყვა და პირველი ტაიმი "იუნაიტედის" გამარჯვებით, ანგარიშით 0-3 დასრულდა. მეორე ნახევარში გუნდებმა თითო-თითო გოლის გატანა შეძლეს. "ეშმაკების" რიგებიდან თავი კვლავ ვან პერსიმ გამოიჩინა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ჰამპრისმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრაში ძირითადი გუნდიდან სამი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ლინდეგაარდმა და ადნან იანუზაიმ მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო ვან პერსი 81-ე წუთზე ვეირმა შეცვალა.
"ფულჰემი" - "იუნაიტედი" - 1:4გოლები: ჰამპრისი 90წთ - ვან პერსი 13,80წთ. როტუელი 20,43წთ.
შემადგენლობაძირითადი: ლინდეგაარდი. ლავი, თორფი (K), ბლეკეტი, კელეტი. გრიმშოუ, როტუელი (უილოკი 81),
გოსი (ფლეტჩერი 89), იანუზაი, პერეირა, ვან პერსი (უეირი 81).
სათადარიგო სკამი: ოჰარა, უილოკი, ფლეტჩერი, უეირი, ელ-ფიტური.
"იუნაიტედი" კვლავ პირველ პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ტურნირის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი."იუნაიტედი" მომდევნო ტურში "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს. მატჩი 5 მაისს, თბილისის დროით 22:00 წუთზე გაიმართება.