რობინ ვან პერსი გამოჯანმრთელების პროცესს "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში განაგრძობს, სადაც "ფულჰემის" იმავე ასაკოვან გუნდს დაუპირისპირდება.
"კრეივენ კოტეჯზე" პირველი გუნდიდან ტაილერ ბლეკეტი, ანდერს ლინდეგაარდი, ადნან იანუზაი და ანდრეას პერეირაც გაემგზავრებიან.
თებერვლის შემდეგ რობინმა პირველი მატჩი "ევერტონის" წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც უეინ რუნი მატჩის მიწურულს შეცვალა.
ვან პერსი მუხლის ტრავმის გამო უქმობდა და ვან გაალის პრინციპების მიხედვით, ახლად გამოჯანმრთელებულმა ფეხბურთელმა თავისი მზადყოფნა ახალგაზრდულ გუნდში თამაშით უნდა დაამტკიცოს.
უორენ ჯოისის გუნდი ლონდონში ლიდერობის გამყარებას შემდეგი შემადგენლობით შეეცდება: ანდერს ლინდეგაარდი, კირენ ო'ჰარა, ტაილერ ბლეკეტი, სადიქ ელ ფიტური, ენდი კელეტი, დონალდ ლავი, ტომ თორპი, შონ გოსი, ლიამ გრიმშოუ, ადნან იანუზაი, ანდრეას პერეირა, ჯო როტუელი, ჯეიმს უეირი, მეტი უილოკი, ეშლი ფლეთჩერი, რობინ ვან პერსი.