თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2015, 21:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2064,
კომენტარები: 7
ჭორები "იუნაიტედის" ირგვლივ
"იუნაიტედის" ირგვლივ გავრცელებული სატრანსფერო ჭორები.
ჭორები
ილკაი გიუნდოგანით კიდევ ერთი კლუბი ინტერესდება. Bild-ი ირწმუნება, რომ მიუნხენის "ბაიერნი", რომელსაც ჩვევად ექცა "ბორუსიას" საუკეთესო ფეხბურთელების შეძენა, "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

ლონდონური მედია ირწმუნება, რომ "ტოტენჰემი" ხავიერ ერნანდესს შეიძენს, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალში" იჯარის წესით ასპარეზობს და რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

ესპანური Marca კი აცხადებს, რომ მადრიდულმა გრანდმა ხუთშაბათამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა მექსიკელის გამოსასყიდად საჭირო 20 მლნ. ევროიანი პუნქტის გააქტიურება.

ბრაზილიური გაზეთი Noticias do Dia list აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთი კლუბია, რომელიც 17-წლის გერსონით ინტერესდება. "ფლუმინენსეს" ნახევარმცველი ევროპაში თამაშის სურვილს არ მალავს და მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მლნ. ევრო იქნება.

გარდა ამისა, ბებე შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს... თუმცა "რედინგში". სტივ კლარკი მისი თამაშით მოხიბლულია.

წყარო: M.E.N.
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 აპრილი 2015 21:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩიჩაში 10 მილიონს არ იხდიან? 20 კარგი ფასია wink

ეს გუნდოგანი ჯერ გადმოიყვანეს ეხლა არაფერი არ ხდებაო
0
№2
ავტორი: Goginashvili777
29 აპრილი 2015 02:12
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
General,
ფრაიბურგთან მატჩი გამოტოვა და აონის ბაზაზეც იყო, ვიდეოც ხო გავრცედა. მალავენ რა smoke
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: RojoDiablo
29 აპრილი 2015 08:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Goginashvili777,

ვიდეო კადრები გავრცელდა და რაღა დამალვაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Macklemore
29 აპრილი 2015 09:47
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რა 30 მილიონი 17 წლის ღლაპში. ძაან მოინდომეს :D
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 აპრილი 2015 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისე ეს დორტმუნდი და ბაიერი ერთ გუნდათ რო შეიკრნენ არ იქნება ცუდი, მაინც ბავარიაში მიდიან ბორუსიას ფეხბურთელები და... areyoukiddingme

მარკასი არაფერი დაიჯერება, ეს გერნოსი არ ვიცი ვინაა, მაგრამ ეტყობა რო აშკარად გაბერილი თანხა ადევს. აი ბებე კიდე თუ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა მაშინ ოო... lol
0
№6
ავტორი: bziki
29 აპრილი 2015 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ფეხბურთელებს მაგარ ფასებში ვუშვებთ 7,8, მაქსიმუმ 12
0
№7
ავტორი: AkkRed
29 აპრილი 2015 11:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბება თუ ბრუნდება რაღა გვიჭირს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top