29-04-2015, 12:21
ნანახია: 1675,
კომენტარები: 7
ნაინგოლანი სავარაუდოდ "რომას" დატოვებს
რაჯა ნაინგოლანი კლუბის დატოვებას არ გამორიცხავს.
რაჯა ნაინგოლანმა განაცხადა, რომ "რომაში" მისი დარჩენის მხოლოდ 50 პროცენტიანი შანსი არსებობს.
26-წლის ნახევარმცველს "რომა" და "კალიარი" ერთდროულად ფლობენ, მაგრამ იტალიური პრესა ირწმუნება, რომ ვერც ერთი მათგანი შეძლებს რაჯას შენარჩუნებას.
ნაინგოლანით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება, რომელსაც მისი თანაგუნდელი კევინ სტროოტმანის სახელსაც უკავშირებენ.
თავად ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით დანამდვილებით არ იცის რომელ კლუბში ითამაშებს მომდევნო სეზონში.
"ამჟამად "რომაში" ჩემი დარჩენის მხოლოდ 50 პროცენტიანი შანსი არსებობს.
თუმცა არ ვღელავ, რადგან ჯერ დრო არის. "რომამ" და "კალიარიმ" შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.
100 %-ით "რომაზე" ვარ კონცენტრირებული, ეს დიდებული კლუბი და დიდებული გუნდია, ისევე როგორც დიდებული ქალაქი საცხოვრებლად", - განაცხადა ნაინგოლანმა.
ნაკრებისა და კლუბის რიგებში ჩატარებულ 44 შეხვედრაში რაჯამ 5 გოლის გატანა მოახერხა მიმდინარე სეზონში.
წყარო:
M.E.N.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.