"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცელ ანდერ ერერას მის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაშის გამო ნაკრებში გამოძახებით დააჯილდოებენ.
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე 25-წლის ფეხბურთელის თამაშით მოხიბლულია და სურს ბასკი მის განკარგულებაში იხილოს.
სადებიუტო მატჩს კი ერერა ივნისში ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო მატჩში ჩაატარებს.
ესპანეთის ნაკრების ნახევარდაცვაში ამჟამად ჩაბი ალონსო ასპარეზობს ანდრეს ინიესტასთან ერთად, რომელთაგან ორივე ასაკში შედის. ჩავი ერნანდესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, ხოლო ხავი მარტინესს ტრავმა აქვს.
ერერა თავის შანსს ზაფხულში მიიღებს და შეეცდება ნაკრებში ადგილი დაიმკვიდროს.