"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში წინასასეზონო ტურნეს კვლავ ამერიკაში გამართავს.
"წითელი ეშმაკები" სამ მატჩს სიეტლში, სანტა კლარასა და ჩიკაგოში ჩაატარებენ, ხოლო ერთი მატჩის გამართვის ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია.
სიეტლში "იუნაიტედი" "კლუბ ამერიკას" 17 ივლისს დაუპირისპირდება, სანტა კლარაში "ბარსელონას" 25 ივლისს, ჩიკაგოში "პარიზ სენ-ჟერმენს" 29 ივლისს, ხოლო 21 ივლისს "სან ხოსე ირსქუეიქის" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის ადგილმდებარეობა მალე გაირკვევა.
ზემოხსენებული გუნდები "იუნაიტედთან" ერთად ერთ ჯგუფში იასპარეზებენ, ხოლო მეორე ჯგუფს "ფიორენტინა", "ჩელსი", "პორტუ", "ლოს-ანჯელეს გალაქსი" და "ნიუ-იორკ რედ ბულსი" შეადგენენ.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.