"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი, სტივ მაკმანამანი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედი" ჯერ კიდევ შორსაა პრემიერ ლიგის ტიტულის კიდევ ერთხელ მოპოვებასთან.
"წითელი ეშმაკები" ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვიან, რადგან პირველ ადგილოსან "ჩელსის" 12 ქულით ჩამორჩებიან.
მოგეხსენებათ ვან გაალმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე £150 მილიონი დახარჯა. მაკმანამანი კი თვლის, რომ "იუნაიტედს" კვლავ მოუწევს ამ თანხის გაღება, თუ მომავალ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა სურს.
"მე ვფიქრობ ისინი ძალიან შორს არიან. მათ £150 მილიონი აშორებთ ტიტულამდე" – აცხადებს მაკმანამანი BT Sport's– თან საუბრისას.
"იმედგაცრუებული ვარ თამაშის იმ გზით, რომელსაც ისინი იყენებენ. ვფიქრობ იმ ფაქტმა, რომ "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ ასე კარგად ითამაშეს, "იუნაიტედი იხსნა."
"ვიმედოვნებ, რომ უკეთეს თამაშს აჩვენებენ და უფრო ახლოსაც იქნებიან ტიტულთან, ისინი თითქმის არასდროს არიან ტიტულისგან ისე შორს, როგორც მიმდინარე სეზონში."
"მათ სეზონის დასრულებამდე ბრძოლა მოუწევთ, რადგან სხვა კლუბები უკან მიყვებიან."