რობინი მეორე ფორვარდობაზე თანახმაა.
რობინ ვან პერსიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს აცნობა, რომ "ოლდ ტრაფორდის" დატოვება არ სურს.
რობინმა მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" წარმატებაში მცირე როლი ითამაშა, რამეთუ მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე გატანილი მხოლოდ 10 გოლია.
ჰოლანდიელი ფორვარდი აცნობიერებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მას ძირითად ცენტრალურ ფორვარდად აღარ აღიქვამენ და ლუი ვან გაალი არჩევნს კაპიტან უეინ რუნიზე აჩერებს.
მიუხედავად ამისა, რობინ ვან პერსი, რომელსაც მომდევნო სეზონის დაწყებამდე 32 წელი შეუსრულდება, მზადაა "იუნაიტედში" დარჩეს, თუ კლუბი საკმარის სათამაშო დროს შესთავაზებს.
ფორვარდთან დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა: "რობინი წასვლაზე არ ფიქრობს. ჯერ კიდევ სჯერა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებას მიაღწევს".
ჰოლანდიელი ფორვარდის მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ჯერ-ჯერობით უცნობია, შესთავაზებს თუ არა კლუბი ახალ შეთანხმებას.
წყარო:
dailymail