"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოსაა "ფულჰემის" ახალგაზრდა ნახევარმცველ პატრიკ რობერტსის შეძენასთან.
18-წლის ფეხბურთელმა ჩემპიონშიპში მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და "იუნაიტედთან" ერთად "არსენალის", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" ყურადღება მიიპყრო.
"ფულჰემს" ფეხბურთელის შენარჩუნება და მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება სურს, ხოლო "იუნაიტედი" 10 მლნ. ფუნტს სთავაზობს.