ჩვენს საიტზე ბლოგი "აირჩიე შენი შემადგენლობა"-ს ავტორს "ევერტონთან" მატჩში შემადგენლობის გამოცნობა გამოუვიდა. ბლინდი ძირითადს დაუბრუნდა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა. ფალკაო სათადარიგოზე დარჩა და ადგილი რუნის დაუთმო.
საინტერესო იყო რა როლი მოუმზადეს ერერას: შეტევაზე ორიენტირება და მარჯვენა ფლანგისთვის დახმარება თუ 4-2-3-1 სქემაში ბლინდისთვის დახმარების გაწევა ისევე, როგორც "სუონსის" წინააღმდეგ.
მატჩის მსვლელობა
სცენარი ადრეც გასაგები იყო: "იუნაიტედი" ბურთის დაუფლებას შეეცდება, "ევერტონი" კონტრშეტევით მანერაში იმოქმედებს და დაცვის სუსტ ადგილებს გამოიყენებს, კერძოდ, მარჯვენა ფლანგს.
და სანამ "იუნაიტედი" თამაშში ერთვებოდა, მასპინძლები დაწინაურდნენ.
ვალენსიამ გადაწყვიტა წართმევაზე ეთამაშა, მაგრამ ბრძოლა წააგო. "ევერტონის" ფეხბურთელებს უპირატესობა გაუჩნდათ და კონტრდარტყმის საშუალება მიიღეს. მაკნეირი შეეცადა ლუკაკუსთვის მიწოდებული პასი ჩაეჭრა, მაგრამ მისგან ბურთი მაკკარტის მიუვიდა, რომელსაც ერერამ ვერ მიუსწრო. შემდეგ მაკკარტი ბლინდსა და მაკნეირს გასცდა და დე ხეას აჯობა.
შეხვედრის შემდეგ ვან გაალმა თქვა: "პირველი გოლის დროს ზედიზედ სამი ორთაბრძოლა წავაგეთ, ეს დაუშვებელია".
"იუნაიტედი" თითქოს სწრაფად მოეგო გონს და მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან დამკვიდრდა, მაგრამ სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაშვებულმა გოლმა ნაპერწკალი ჩააქრო.
ვალენსიამ სტოუნზი გაუშვა, ფელაინიმ კი მისი დაჭერა ვერ მოასწრო.
მეორე ნახევარში ნამდვილი საგოლე მომენტების შექმნა არ გამოვიდა, "ევერტონმა" კი კიდევ ერთხელ ისარგებლა დაცვის შეუთანხმებლობით.
საიტი სამსაჯო ექსპერტიზას შემოგთავაზებთ და ალბათ, მათი აზრი უფრო პრიორიტეტულია, მაგრამ საკუთარსაც მოგახსენებთ. მიმაჩნია, რომ მსაჯის კრიტიკის საფუძველი მოცემულ ეპიზოდში არ არსებობს. გუნდმა თამაშგარე მდგომარეობა შექმნა ლუკაკუს გამოთიშვით, მაგრამ პასის მომენტში მირალიასი არ აჩქარებულა, მომხდარისგან საკმარისად შორს იყო, რათა მასზე ვისაუბროთ, როგორც ეპიზოდში მონაწილეზე. ვალენსიამ კონცენტრაცია დაკარგა და ყველაფერი გამოტოვა.
სასაცილოა, რომ თამაშამდე ანტონიომ ინტერვიუ მისცა, სადაც დაცვის დროს კონცენტრაციაზე საუბრობს. ჩვენმა მარჯვენა მცველმა სამივე გაშვებულ გოლში მიიღო მონაწილეობა.
მაიკ კერიკი
რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ ყველა მაიკლ კერიკზე საუბრობდა.
მზად არ ვარ მეასედ დავიწყო დისკუსია და განვადიდო კარგი, მაგრამ მეტი არაფერი, ფეხბურთელი მაიკლ კერიკი.
ბლინდმა ცუდი შეხვედრა ჩაატარა: აგებდა ბრძოლებს, რამდენიმეჯერ გამოირჩა პოზიციის არასწორი შერჩევით. და თუ ერთი საყრდენი ნახევარმცველი (ბლინდი) ვერ გაუმკლავდა, ხოლო მეორე საყრდენი ნახევარმცველი თავს ართმევდა (კერიკი), სამართლიანია იმის მტკიცება, რომ მეორე მათგანი გვაკლია.
მაგრამ სხვა რამეზე უნდა ვისაუბროთ.
არც მაიკლ კერიკის არ ყოფნა და არც მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებები გამხდარა წაგების მიზეზი.
მთელმა გუნდმა ჩაატარა სუსტი მატჩი.
ამ შეხვედრამდე, როცა "იუნაიტედმა" "ლივერპული" და "სიტი" დაამარცხა, აღვნიშნეთ, რომ ბიჭები კარგად გამოიყურებოდნენ: ფელაინი, რომელიც ნებისმიერ ორთაბრძოლას იგებდა ჰაერში; ჯადოსნური მატა და ყველგანმყოფი ერერა; ძველებური რუნი და ახალი იანგი - ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო.
"ევერტონთან" მატჩისთვის კი ხსენებულ ფეხბურთელებს პრეტენზიებს წავუყენებთ. ფელაინი ხშირად არღვევდა წესებს და ვერ ასწრებდა, მიიღო ყვითელი ბარათი და შესვენებაზე შეცვალეს; მატა თავისთვის დაუშვებელი რაოდენობით კარგავდა ბურთს შეტევაში და ვერაფერი შექმნა; ერერა კარგ პასებს აკეთებდა მხოლოდ მოედნის გასვწვრივ; რუნი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა; იანგმა ჩაწოდებებისა და მოწტყუების წარუმატებელი მცდელობებით გასული სეზონის მაგალითი გაგვახსენა.
რთულია გვერდიდან მიზეზებზე საუბარი. შესაძლოა, თავს იჩენს დაღლილობა. ან საკმარისი არ აღმოჩნდა მოტივაცია და განწყობა. შესაძლოა, მოწინააღმდეგის დაუფასებლობას ჰქონდეს ადგილი. მეფიქრება, რომ თითოეული ფაქტორი მეტ-ნაკლებად არსებობს. სწორედ ეს ფაქტორები და არა კერიკის ფაქტორი, კარგით?
"სამკუთხედები"
ისევ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ თემასთან შეხება. არ გავიმეორებ ფლანგზე ასეთი ურთიერთქმედების როლის განხილვას, აღვნიშნავ, რომ ზედიზედ მეორე მატჩია ფლანგიდან თამაში მოიკოჭლებს. იანგი, რომელიც ცდილობს ადგილზე მოატყუოს ორი და მატა, რომელიც აღმოჩნდება სიტუაციაში, როცა ვერავინ ეხსნება და თავად უხდება მოწინააღმდეგისთვის გვერდის ავლა, რათა საუკეთესო შემთხვევაში წადოებისთვის პოზიცია შეარჩიოს - საეჭვოა ამან გუნდს სარგებელი მოუტანოს.
ვიწინასწარმეტყველებ, რომ ამ ბიჭს მომდევნო ტურში ძირითადში ვიხილავთ.
პერსონალები
მინდა პოზიტიურ ნოტაზე დავასრულო, ამიტომ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი კრის სმოლინგისა და ლუკ შოუს თამაშის შესახებ.
კრის სმოლინგი
"ოლდ ტრაფორდზე" კარიერის დასაწყისში სმოლინგის შესახებ შეუჩერებლად საუბრობდნენ, როგორც უსუსურ მცველზე. ახლა კი კრისი დაცვის საუკეთესო ფეხბურთელი და ლიდერია. რა თქმა უნდა, როცა შენ გვერდით მაკნეირია, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ აკადემიაში ვარჯიშობდა, ნებისმიერ შემთხვევაში გიხდება ხელმძღვანელობა. თუმცა სმოლინგი ამ როლში ჰარმონიულია.
"ევერტონთან" კრისი ისევ კარგი იყო, მხოლოდ ერთხელ წააგო ორთაბრძოლა, როცა ექსტრემალურად მიიწევდა ფლანგისკენ, რათა ვალენსია დაეზღვია და ლუკაკუმ მოატყუა.
ლუკ შოუ
ალბათ, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ ბლინდთან ერთად თამაში უფრო კომბინაციურია, მაგრამ შოუს სხვა კოზირები აქვს.
"ევერტონმა" მის ფლანგზე ვერაფერი შექმნა, ახალგაზრდა ინგლისელი თავისი მოედნის ნახევარზე არასდროს შემცდარა.
მწვანეთი აღნიშნულია წარმატებული ორთაბრძოლები, ბურთის ამოტანები და წართმევები ნარინჯისფერით - წაგებული ორთაბრძოლა. შავი - ჯარიმა
შეტევაში კი შოუმ თავისი სისწრაფის ხარჯზე რამდენიმეჯერ მოახერხა ფლანგიდან შეჭრა და სამი მომენტი შექმნა. თანაგუნდელებს იღბალი აკლდათ. კიდევ ერთი პლუსი შოუს მხარეს.
ჯამი
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი მატჩია. ყველა დაიღალა, მათ შორის მოწინააღმდეგეც და ჩვენც. "იუნაიტედმა" მინიმუმ 7 ქულა უნდა აიღოს. დამშვიდება ნაადრევია, მაგრამ დარდის მიზეზიც, მიუხედავად ზედიზედ ორი მარცხისა, არ არის. თუ, რა თქმა უნდა, იმ გულშემატკივართა რიცხვს არ მიეკუთვნებით, რომლებიც სეზონის დასაწყისიდანვე აძევებენ ვან გაალს, შემდეგ კი მისთვის ათწლიან კონტრაქს ითხოვდნენ, იანვარში კვლავ შეიცვალეს აზრი და ხოსეპ გუარდილა მოინდომეს, რამდენიმე კვირის წინ კი კვლავ გენიოსად აღიარეს.
ავტორი: ალექსანდრ გრაიოროვიჩი
სტატიები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.