თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2015, 13:10
ავტორი: Jorbe-Jorbe,
ნანახია: 1605,
კომენტარები: 9
გარი ნევილი: "იუნაიტედს კერიკი აკლია"
მანჩესტერის ლეგენდა მაიკლ კერიკზე საუბრობს.
გარი ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მცველი, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ "ევერტონთან" მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კერიკის არ ყოფნა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 მატჩში, "ჩელსისთან" და "ევერტონთან", "ეშმაკების" ბურთის ფლობის მაჩვენებელი 65-70 % იყო, ისინი ორივე მატჩში დამარცხდნენ, ამან კი მათი მეოთხე ადგილზე დაქვეითება გამოიწვია.

ნევილმა განაცხადა, რომ 33-წლის ფეხბურთელის არ ყოფნისას, "იუნაიტედის" შეტევას სიმწვავე აკლია.

„ იუნაიტედს" კერიკი აკლია და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. ის უზრუნველყოფს როგორც ბურთის ფლობას, ასევე კარგ გადაცემებს შეტევისას. "იუნაიტედმა" კიდევ ერთი „უკბილო ფეხბურთი“ ითამაშა მის გარეშე“.

„როდესაც "იუნაიტედის" ფეხბურთელი მოწინააღმდეგეს ბურთს წაართმევს, მან მაშინვე უნდა დაიწყოს მოძრაობა მოწინააღმდეგეს კარისკენ. როდესაც სტადიონზე არის მაიკლი, ის ძალიან ბევრ მოძრაობას აკეთებს თავისი პარტნიორებისკენ, რათა დაეხმაროს მათ“.

როგორც იცით, მაიკლ კერიკმა ბოლო ორი მატჩი გამოტოვა ტრამვის გამო. გაითვალისწინეთ, რომ ამ სეზონში, მაშინ როცა კერიკი ძირითად შემადგენლობაში იყო, „ეშმაკებმა“ მატჩების 72,2 % მოიგეს, ხოლო როცა არ იყო, მხოლოდ 37,5 %."

წყარო : fapl.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 აპრილი 2015 13:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმედია მალე დაგვიბრუნდება და გუნდის თამაშს დაალაგებს, გუნდის ხელმძღვანელობა კი იფიქრებს მომავალში მისი შემცვლელის პოვნაზე.
0
№2
ავტორი: Wardell
27 აპრილი 2015 14:14
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კაი რას ლაპარაკობ?! shok2 გარი დაიფიცე არ მჯერა :O :O
0
№3
ავტორი: Mufc7
27 აპრილი 2015 14:21
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დაგვიბრუნდეს მალეე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: RojoDiablo
27 აპრილი 2015 16:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კერიკი კი არა ახალი ჩამშლელი ნახევარმცველი გვინდა. რამდენჯერაც ტრავმას მიიღებს იმდენჯერ უნდა წავაგოთ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Esi
27 აპრილი 2015 20:06
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
სულ კერიკი არ გვეყოლება... კარგი ჩამშლელია მოსაძებნი...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
27 აპრილი 2015 22:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკზე რო არის ესე დამოკიდებული გუნდი იმიტომ აქვს მომავალი good2
0
№7
ავტორი: AkkRed
28 აპრილი 2015 13:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კერიკი უბრალოდ გამოცდილების ხარჯზე გადის ფონს თორე როგორც ასეთი არც კერიკია ისეთი ძლიერი როგორიც გვჭირდება. გუნდოგანი აჟღერდა და ეხლა უარყოფენო. ერთადერთი ჩამშლელი რომელიც მეგულება და მასეთი სტილის ჩამშლელი მომწონს ვერატია.
0
№8
ავტორი: ikex
28 აპრილი 2015 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
martalia es kaci
0
№9
17 ივნისი 2016 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
მართალი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top