თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2015, 10:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1499,
კომენტარები: 8
სმოლინგი: "გამოღვიძების ზარს ჰგავს"
კრის სმოლინგი მატჩის შემდგომ.
სმოლინგი:
კრის სმოლინგი გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ მომდევნო კვირაში ისინი "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ სულ სხვა "მანჩესტერ იუნაიტედის" იხილავენ.

"ევერტონთან" გასვლით შეხვედრაში "წითელი ეშმაკები" ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ, ამჯერად გამანაგდურებელი ანგარიშით 3:0.

კრისს მიაჩნია, რომ ნაჩვენები თამაში ბოლო კვირების სტანდარტს ჩამოუვარდება და მისი თანაგუნდელები ამ მარცხისგან გაკვეთილს მიიღებენ.

"პირველივე წუთებიდან სიმწვავეს მოკლებულები ვიყავით და ზეწოლას ისინი ახდენდნენ, რასაც ჩვეულებრივ ჩვენ ვაკეთებთ. "ევერტონი" ჩვენზე უკეთესი იყო. ეს კი გამოღვიძების ზარს ჰგავს.

ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე შეხვედრას ძლიერ ჩამოუვარდებოდა. ბოლო პერიოდში ოთხი დიდი მატჩი ვითამაშეთ და მათში დღევანდელისგან განსხვავებით უკეთესები ვიყავით. თამაშს დავუბრუნდებით, ვიდეოს ხვალ ვუყურებთ, შემდეგ სავარჯიშო სესიაზე მივალთ და მას სწორად მივუდგებით.

ამ სეზონში მოწინააღმდეგეზე ცუდად არასდროს გვითამაშია, მაშინაც კი, როცა ვაგებდით, ყოველთვის გვქონდა აგრესია და ვიგებდით ორთაბრძოლებს, მაგრამ დღეს ამისგან შორს ვიყავით. ვფიქრობ, მომდევნო კვირაში "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ სხვა "მანჩესტერ იუნაიტედს" ვიხილავთ",
- განაცხადა სმოლინგმა.

მცველი იმედგაცრუებული დარჩა "ევერტონის" მიერ გოლის გატანის მანერით, თუმცა თვლის, რომ ეს მხოლოდ მისი გუნდის ბრალია.

"ვფიქრობ, ბოლო ორ მატჩში ბურთის კარგი მაჩვენებელი გვქონდა და დღეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში კარგი მომენტები შევქმენით, მაგრამ ეს არის შეხვედრა, სადაც მომენტების გამოყენება უნდა შეგეძლოს და ასე რომ მომხდარიყო, ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

გოლები რომელიც ჩვენ მივიღეთ, ძალიან არასახასიათო იყო. ერთი კუთხურიდან და ერთი კონტრშეტევის შემდეგ, სადაც ყველას აქვს თავისი პოზიცია და იცის თავისი საქმე, ასე რომ, ის ბურთები ისევე ადვილად უნდა მოგვეგერიებინა, როგორც მათ გააკეთეს.

დროდადრო ვგრძნობდით, რომ კარგად ვთამაშობდით და მათი საჯარიმოს მიმართულებით ბევრ პასს ვაკეთებდით. ბოლო მატჩებში ჩვენ მიერ ნაჩვენები თამაშის გამო გუნდები უფრო დაცვითი ფეხბურთით გვეთამაშებიან და დღეს ვერავითარი პასუხი ვერ ვუპოვეთ ამას გარდა რამდენიმე მომენტის შექმნისა.

შეტევას ვაგრძელებდით, მაგრამ სივრცეებს ვერ ვპოულობდით. ძალიან რთული იყო. გარწმუნებთ, ამისგან ვისწავლით, გულშემატკივარი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე დღეს ნახა".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
27 აპრილი 2015 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
krisma dzaan moumata marttla..araushavs tamashi chavsgdet tragedia araa..
0
№2
ავტორი: RojoDiablo
27 აპრილი 2015 10:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რაც მოხდა, მოხდა, ამას აღარაფერი ეშველება. მთავარია მომდევნო მატჩებში გამოსწორდეს მდგომარეობა. ჯერ-ჯერობით ჩვენ ქვევით მყოფი გუნდებისგან საფრთხე არ იგრძნობა, მაგრამ კიდევ ერთი ასეთი ჩავარდნა და შეიძლება მთელი სეზონის შრომა წყალში ჩაგვეყაროს. ვესტ ბრომთან უნდა მოვიგოთ, ბევრი მიზეზის გამო. აი კრისტალ პალასი და არსენალი კი ყველაფერს გადაწყვეტს. ყველაფერი ჩვენს ხელთაა და თუ გავანიავებთ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 აპრილი 2015 11:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სმოლინგი თანდათან უფრო პროგრესირებს და ეს კარგია.
წარმატებები მომავალ მატჩებში
0
№4
ავტორი: abrama
27 აპრილი 2015 11:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,

კრისტალპალასი აღარ თამაშობს რა თამაშები დასთმო, არსენალთან მგონი რო აგარ წავაგებთ ოლდტრაფორდზე.

კაროჩე მინიმუმ მესამე გვინდა არ მინდა პლრიოპში თამაში თორე შესაძლებელია კარგი გუნდი გადაგვეყაროს და პრობლემები შეგვიქმნას.
0
№5
ავტორი: Mufc7
27 აპრილი 2015 11:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ადვილი თამაში რომ არ იქნებოდა,ეგ ყველამ ვიცოდით,მაგრამ აი ეგეთ საშინელ თამაშს მართლა ვერ წარმოვიდგენდი! დარჩენილ თამაშებში ველი გუშინდელისგან რადიკალურად განსხვავებულ "მანჩესტერ იუნაიტედს"!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Wardell
27 აპრილი 2015 19:51
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძაან მომაებული აქვს ამ ოხერს, იმედია გააგრძელებს პროგრესირებას და იქეთ ექნებათ სანატრი სხვა გრანდებს კრისის ყოლა :)
0
№7
ავტორი: GeorgeBest
27 აპრილი 2015 22:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საკმარისია მართლა გუნდმა თამასი ჩაგვიკეტოს უაზრო ხროვას ემსგავსებიან. ფიზიკურად რო ყველა გვჯაბნის ეგ უკვე აღარც გვიკვირს
0
№8
ავტორი: AkkRed
28 აპრილი 2015 12:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვესტ ბრომთანაც იგივე თამაშის მოგვიწევს, ოღონდ ერთი + ისაა რომ მათ არ ჰყავთ შეტევაში ისეთი ფეხბურთელები როგორიც ჩელსის და ევერტონის და მაგის იმედით ალბათ არ წავაგებთ. გუნდ ფანტაზია აკლია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top