ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "კანფეტებმა" მატჩი უფრო მეტი აგრესიულობისა და მოტივირების ხარჯზე მოიგეს.
"წითელი ეშმაკები" ბურთს დროის 65 პროცენტის განმავლობაში ფლობდნენ და 17-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, მაგრამ "ევერტონი" კონტრშეტევებზე ეფექტური იყო და სამი გოლის გატანაც მოახერხა.
"ევერტონმა" ჩვენზე მეტი აგრესია და მოტივაცია გამოავლინა და ასეთ რამეს წელს პირველად ვხედავ, ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. გოლის გატანა იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ "ევერტონი" თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებზე თამაშობდა. ასეთ დროს კი ყოველთვის რთულია.
მოწინააღმდეგეს მოტივაციასა და აგრესიაში ყოველთვის უნდა შევედაროთ. ამაში მოწინააღმდეგეს უნდა ვაჯობოთ, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ასეთი რამ კი პირველად ვნახე.
როცა კარში დარტყმებს უყურებ, ისინი სულაც არ არის ის დარტყმები, რომელთაც საგოლეს ვუწოდებ. სწორედ ამას ვამბობ, მოწინააღმდეგეზე ნაკლები ვიყავით აგრესიაში და მეორე ბურთის მოგებაში, დუელსა თუ თავდაცვაში. პირველი გოლის დროს ჩვენი კუთხურის შემდეგ განხორციელებული კონტრშეტევის დროს ზედიზედ სამი დუელი წავაგეთ. დაუშვებელია ზედიზედ სამი დუელის წაგება".
როცა ჰკითხეს, სჯეროდა თუ არა, რომ "იუნაიტედს" მეორე ტაიმში მატჩის მოგება შეეძლო, როცა ანგარიში უკვე 2-0 იყო, ვან გაალმა უპასუხა: "სწრაფი გოლია საჭირო, სწრაფი გოლი კი არ გავიდა. შემდეგ კი უნდა შეცვალო, რადგან სხვა დონის მქონე სხვა ფეხბურთელები გჭირდება, მაგრამ ვერც ამის შემდეგ ვგრძნობდი, რომ ვბრუნდებოდით.
მატჩი მესამე გოლით დაასრულეს, რაც ასევე საკამათო გოლი იყო - თამაშგარე ან თამაშში. მოწინააღმდეგეს ყოველთვის უნდა დაედევნო, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ანტონიო ვალენსიას მოწინააღმდეგე თამაშგარეში ეგონა."
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.