"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა პრემიერ ლიგის 2014/15 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
ესპანელი კიპერი მთელი სეზონის განმავლობაში კარგ ფორმაში იმყოფება და არც ერთი წუთი არ გამოუტოვებია - მის ანგარიშზე ჩატარებული 33 შეხვედრა და მათგან 10 "მშრალი" მატჩია.
დე ხეასთან ერთად სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ: დაცვა: ბრანისლავ ივანოვიჩი, ჯონ ტერი, გარი კეჰილი, რაიან ბერტრანდი. ნახევარდაცვა: ალექსის სანჩესი, ნემანია მატიჩი, ედენ აზარი, ფილიპე კოუტინიო. თავდასხმა: ჰარი კეინი, დიეგო კოშტა.
დე ხეა ასევე პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზეც წარადგინეს.