"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მიგვანიშნა, რომ რადამელ ფალკაოს სეზონის ბოლოს განშორდება.
გულშემატკივარი ხშირად ამტკიცებს, რომ 29-წლის კოლუმბიელის კარიერის ცუდად წარმართვა "ოლდ ტრაფორდზე" დიდწილად იმის ბრალია, რომ ვან გაალი მას არ ენდობა.
თუმცა ლუი ასეთ აზრს უარყოფს და თვლის, რომ ფალკაოს თავისი შანსი ჰქონდა.
"ფალკაოს ამ სეზონში გუნდის შემადგენლობაში ადგილის მოპოვების შანსი ჰქონდა. შეგიძლიათ თქვათ, რომ არ გაუმართლა, რადგან ჩვენს რიგებში ასპარეზობისთვის საკმარისი ოსტატობა გააჩნია.
ფალკაო მომწონს და ისიც მომეწონა, თუ როგორ ითამაშა "ჩელსის" წინააღმდეგ. მაგრამ უიღლობამ გოლის გატანაში ხელი შეუშალა.
ფალკაო მომწონს როგორც ადამიანი, ისევე როგორც, დენი უელბეკი და ჩიჩარიტო - ისინი პროფესიონალებად რჩებიან. მაგრამ როცა სეზონების განმავლობაში შემადგენლობაში ვერ ხვდები, ახალი გამოწვევის დრო დგება.
სწორედ ამიტომ გამოვემშვიდობე ჩიჩარიტოსა და უელბეკს. ახლა კი ფალკაოსთან დალაპარაკების დრო დგება", - განაცხადა ვან გაალმა.