პსვ-სა და ჰოლანდიის ნაკრების ვინგერმა მემფის დეპაიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტაქტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ჭორების თანახმად, 21-წლის ფეხბურთელი თავად ეწვია ინგლისს, რათა ლუი ვან გაალთან მოლაპარაკებები გაემართა.
ცეცხლზე ნავთი დაასხვა დეპაის აგენტმაც, რომელმაც საკუთარ "თვითერზე" "იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზის სურათი და შეტყობინება გაავრცელა.
თუმცა მემფისი ყველაფერს უარყოფს: "არა, "იუნაიტედთან" არ მისაუბრია. არაფერი ვიცი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. რომ მცოდნოდა, ვიტყოდი.
რა თქმა უნდა, ძლიერ ლიგაში ასპარეზობა მსურს. ყოველთვის საინტერესოა, როცა შენით გუნდები ინტერესდებიან, მაგრამ ამის შესახებ არაფრის თქმა მინდა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ", - განაცხადა დეპაიმ.